მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მიმდინარეობს გამოძიება" - კვლავ უცნობია,ვინ ყრიდა ნაგავს წიწამურთან GWP-ის მილსადენზე

GWP მილი

მიმდინარეობს გამოძიება და სიახლეები არ არის - კვლავ უცნობია ვინ ყრიდა ნაგავს მცხეთაში, სოფელ წიწამურთან, GWP-ის მილსადენზე, რის გამოც თბილისი 8 დღის განმავლობაში უწყლოდ დარჩა.

მცხეთაში, სოფელ წიწამურთან, GWP-ის მაგისტრალური წყალსადენი 16 ივნისს დაზიანდა, რის გამოც წყლის მიწოდება თბილისისა და მცხეთის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეუწყდა. ერთი კვირის განმავლობაში 60 000-მდე მომხმარებელს წყალი გრაფიკით მიეწოდებოდა. წყალმომარაგება სრულად 24 ივნისს აღდგა.

GWP-ში მაშინ გაკეთდა განცხადება, რომ მათგან დამოუკიდებლად, მესამე პირების მიერ, დროთა განმავლობაში ხდებოდა აღნიშნული ტერიტორიის ნაყარი მასალით შევსება, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წიწამურთან, წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. სსკ-ის 188-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით) და 306-ე (საქმიანობის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე) მუხლებით.

bm.ge დაინტერესდა, რა ეტაპზეა გამოძიება და გაირკვა თუ არა, ვინ იყო პირი, ან კომპანია, რომელმაც დედაქალაქის ერთ კვირაზე მეტით უწყლოდ დატოვება გამოიწვია.

შსს-ში განაცხადეს, რომ რამე კონკრეტული სიახლე ამ დროისთვის არ არის და მიმდინარეობს გამოძიება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები