ჩვენ მხარი დავუჭირეთ კონკრეტულად ამერიკულ რეზოლუციას, რომელიც არის მომზადებული „დიფ სთეითის“ ყოველგვარი ჩარევის გარეშე, - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ჩვენ ამ სამი წლის განმავლობაში შევუერთდით 600-ზე მეტ დოკუმენტს, მათ შორის, რეზოლუციებს სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო ფორმატში მიღებულ დოკუმენტებს, რომელიც გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით რჩება ურყევი. ჩვენ შევუერთდით ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომელიც არის ასევე მხარდამჭერი უკრაინის მიმართ.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების სამშვიდობო გეგმას და იმედი გვაქვს, რომ ეს გეგმა იქნება წარმატებული ძალიან მალე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევუერთდეთ იმ სუბიექტის რეზოლუციას, რომელიც არის მშვიდობისკენ მიმართული და არა ომის გახანგრძლივებისკენ“, - განაცხადა კობახიძემ.