განცხადებას BM.GE უცვლელად გთავაზობთ:
ასოციაციის წევრები არ ვეთანხმებით ჩვენი მხრიდან 2022 წლის 8 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ჰალოს შეფასებას - კერძოდ, როგორც პირველი ქართული ვირტუალური მობილური ოპერატორი აღნიშნავს, კომისიისადმი განკუთვნილ მიმართვაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება სიმართლეს.
გამომდინარე აქედან, გადავწყვიტეთ თითოეული ფაქტის დეტალიზაცია.
თუმცა, სანამ უშუალოდ დეტალიზაციაზე გადავალთ, მანამდე ყურადღებას გავამახვილებთ ჰალოს მხრიდან საჯაროდ მოწოდებულ ინფორმაციზე აბონენტების რაოდენობასთან დაკავშირებით. კერძოდ, როგორც კომპანია აღნიშნავს, მას უკვე ჰყავს 1500-ზე მეტი აბონენტი, მაგრამ არსებულ რიცხვთან მიახლოებული მონაცემიც კი არ ფიქსირდება კომისიის ანალიტიკურ პორტალზე, რომლის ყოველთვიური შევსების ვალდებულება გვაქვს ყველა ავტორიზებულ პირს. ოფიციალურად დაფიქსირებული მონაცემის მიხედვით, სექტემბრის მდგომარეობით პირველი ქართული ვირტუალური მობილური ოპერატორის ქსელში რეგისტრირებულია 85 აბონენტი, საიდანაც მხოლოდ 13 პირი სარგებლობს ინტერნეტ პაკეტით. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ უკვე 2022 წლის დეკემბრის ბოლოა, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანიას პორტალზე ოქტომბრის მდგომარეობით არსბეული მონაცემებიც შეყვანილი უნდა ჰქონდეს, თუმცა, მსგავსი რიცხვები არ ფიქსირდება.
ახლა გადავიდეთ უშუალოდ დეტალიზაციაზე:
• სს ,,სილქნეტსა“ და შპს ,,ეკლეკტიკს“ შორის MVNO დაშვებასთან დაკავშირებული ხელშეკრულება გაფორმდა ავტორიზაციის გავლამდე - 2022 წლის 21 თებერვალს მარეგულირებელ კომისიას მივმართეთ სს სილქნეტსა და შპს ეკლეკტიკს შორის გაფორმებული კონტრაქტის გამოთხოვასთან დაკავშირებით, რაზეც მიმდინარე წლის 24 თებერვალს მარეგულირებლისგან დაგვიბრუნდა პასუხი, რომელსაც თანდართული ფაილის სახით თან ეხლდა ზემოთ აღნიშნულ სუბიეტექბს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ე.წ დახურული ვერსია - ხელმოწერის თარიღად ფიქსირდება 2021 წლის 3 დეკემბერი მაშინ, როდესაც შპს ეკლეკტიკს ავტორიზაცია მიენიჭა 2022 წლის 10 მარტს
• „ჰალოს“ შეთავაზება „სილქნეტის“ პაკეტებისგან მხოლოდ 2 ლარით განსხვავდება - მათ ვებ გვერდებზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ჰალოს 23 ლარიანი პაკეტი იდენტურია სილქნეტის 25 ლარიანი პაკეტისა, როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, სხვაობა მხოლოდ 2 ლარშია, მეტი სიზუსტისთვის თან ვურთავთ ფოტო მასალასაც:
• ჰალოს ლოკაცია და სამუშაო საათები - კომპანიის მიერ მითითებული ცხელი ხაზის ნომერზე არაერთხელ ვცადეთ დაკავშირება დღეების განმავლობაში, თუმცა უშედეგოდ. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მთავარი ოფისი, რომელიც თბილისში მთავარი გაყიდვების წერტილი უნდა იყოს წესით, მდებარეობს საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე სხვა ბინების გვერდით, რაც კითხვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეიძლება აღნიშნული ლოკაცია აღქმული იყოს, როგორც გაყიდვების მთავარი წერტილი ე.წ ,,ფრონტ“ ოფისი. ჰალოს აბონენტად გახდომას აძნელებს ისიც, რომ ნომრის აღება და პორტირების განაცხადის გაკეთება ონლაინ შეუძლებელია.