მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოგვეცა იმედი, რომ IMF-ის პროგრამა 2025 წლიდან განახლდება" - ლევან კუჭავა

ეკონომისტ

საქართველოსთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ეკონომისტი ლევან კუჭავა საუბრობს და აღნიშნავს, რომ IMF-თან ურთიერთობა ქვეყნის უცხოელ ინვესტორებთან ურთიერთობას ურთიერთობას უწყობს ხელს.

"2015 წელს IMF-მა საქართველოსთვის გამოყო 289 მილიონი დოლარის ოდენობით ტრანშები, სახელმწიფოს გაუჩნდა წვდომა სესხზე, რომელიც სხვადასხვა მიზნობრიობით გამოიყენება. აქედან პირველ ტრანში, 40 მილიონი დოლარის ოდენობით, დეკემბერშივე გამოყვეს, რომელიც არ იქნა გამოყენებული სახელმწიფოს მიერ, რადგან არ ჩათვალეს, რომ საჭირო იყო ამ სესხის აღება.

როდესაც ჩვენი პარტნიორი არის საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ის ჩვენს სახელმწიფოს გამოუყოფს თანხას, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოში გარკვეული მაკროეკონომიკური პარამეტრები დაცულია, ანუ ჩვენი ქვეყანა ლიკვიდურია, რითაც ამ თანხის გადახდაა შესაძლებელი. არანაირი რისკი არ აქვს IMF-ის, არ ხედავს რისკს, რომ ეს სესხი სახელმწიფომ დაფაროს.

თუმცა მთავარი საკითხი აქ სესხის აღება/არ აღება არ არის, არამედ ის, რომ საქართველო 1992 წლიდან არის IMF-ის წევრი სახელმწიფო 185 სახელმწიფოს შორის. ეს წევრობა ძალიან დიდი აქტივია სახელმწიფოსთვის, ეს ნდობის გამოცხადებაა IMF-ის მიერ ჩვენ ქვეყნისათვის. ეს აისახება უცხოელი ინვესტორების გადაწყვეტილებებზეც და მათ მიერ რისკის შეფასებაზეც, თუ რამდენად შესაძლებელია საქართველოში ინვესტიციის ჩადება", - აღნიშნავს ლევან კუჭავა.

ეკონომისტი IMF-ის საქართველოს მხარდამჭერ პროგრამაზეც ისაუბრა, რომელიც სავალუტო ფონდმა 2023 წლიდან შეაჩერა. კუჭავა აღნიშნავს, რომ არსებობს პროგრამის 2025 წელს აღდგენის იმედი, თუმცა თუ ეს ასე არ მოხდა, ეს ნეგატიური სიგნალი იქნება საქართველოში მოქმედი სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის.

"ვსაუბრობთ, რომ პროგრამა დროებით შეწყვიტეს, იყო განმარტებული, რა მიზეზების გამო მიიღეს ეს გადაწყვეტილება, აქედან გამომდინარე, ის გაუქმებული არ არის, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და, ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ბატონი ირაკლი კობახიძეც რამდენჯერმე შეხვდა ოფიციალურ წარმომადგენლებს. მოგვეცა იმედი, რომ 2025 წლიდან ეს პროგრამა განახლდება და ჩვეულებრივ ნიშნულს დაუბრუნდება.

რაც შეეხება შეწყვეტის საკითხს, რა თქმა უნდა, ეს უარყოფითად აისახება კერძო უცხოელ ინვესტორებზე, ასევე საქართველოში მსოფლიო ბანკიც ფუნქციონირებს, EBRD, ADB და სხვა საერთაშორისო, ცივილიზებული ფინანსური ინსტიტუციები, რომლებიც ჩვენთან მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებენ, მათთვის იქნება ნეგატიური სიგნალი, თუ ეს 20205 წლიდან ეს ურთიერთობა არ აღდგა და ჩვეულ რეჟიმს არ დაუბრუნდა", - ამბობს ლევან კუჭავა.

IMF-ის პროგრამის შეჩერების მიზეზებზე "ანალიტიკასთან" ინტერვიუში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში, ჯიჰად აზურიც საუბრობს. მისი თქმით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ერთ-ერთი საკითხი იყო, რასაც პროგრამის შეჩერება მოჰყვა.

სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ერთ-ერთი საკითხი იყო, რამაც პროგრამის გაჩერება გამოიწვია - IMF

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები