მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Moody's: IMF-ი მიუთითებს, რომ ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობასთან არსებული კითხვები კვლავ აქტუალურია

მუდისი

საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი Ba2 დონეზე უცვლელად დატოვა, თუმცა მისი პერსპექტივა "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შეამცირა. აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად უკავშირდება ქვეყნის პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, რაც საქართველოს მომავალ ეკონომიკურ და ფინანსურ მდგრადობაზე უარყოფითად შეიძლება აისახოს. Moody’s-ი მიუთითებს, რომ ქვეყნის ინსტიტუტების, მათ შორის ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის შესახებ აქვთ კითხვები ისეთ საფინანსო ორგანიზაციებს როგორიცაა IMF-ი.

"2024 წლის მაისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებამ და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებამ შექმნა გაურკვევლობა წარსული რეფორმების გაგრძელებასთან დაკავშირებით. საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგრამის მიმდინარე შეჩერება მიუთითებს, რომ ცენტრალური ბანკის მმართველობასთან დაკავშირებული კითხვები კვლავაც აქტუალურია. ჩვენი შეფასებით, ამან უკვე შეასუსტა ქვეყნის ინსტიტუციური და მმართველობითი სიმტკიცე და ქმნის რისკს მონეტარული და მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობის შესუსტებისთვის," - ნათქვამია შეფასებაში.

სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, მთავარი განმსაზღვრელი წინაპირობა, რამაც რეიტინგი შეიძლება გააუმჯობესოს არის ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესება და ევროკავშირისკენ დაახლოების პროცესის განახლება.

რეიტინგის გაუმჯობესების ფაქტორები

"რეიტინგის უარყოფითი პერსპექტივის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რეიტინგი მოკლევადიან პერსპექტივაში გაუმჯობესდეს. პერსპექტივა, სავარაუდოდ, სტაბილურამდე შეიცვლება იმ შემთხვევაში, თუ გეოპოლიტიკური და შიდა პოლიტიკური რისკები არსებითად შემცირდება, რაც საქართველოს ინსტიტუტებისა და მმართველობის მდგრადი გაუმჯობესებისთვის გზას გახსნის", - წერს Moody's-ი.

რეიტინგის დაქვეითების ფაქტორები

"რეიტინგი, სავარაუდოდ, შემცირდება, თუ უფრო აშკარა გახდება, რომ ინსტიტუციური და მმართველობითი მდგრადობა კიდევ უფრო დასუსტდა, რაც, პოლიტიკურ რისკებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკურ და ფისკალურ მდგრადობაზეც უარყოფითად იმოქმედებს. მაგალითად, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ინსტიტუტების უფრო სუსტი მდგომარეობის ნიშნები, ან მონეტარული და მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობის შემდგომი შემცირება, ფინანსური ან საგარეო სტაბილურობის შესუსტება ასევე რეიტინგზე შემცირებით ზეწოლას მოახდენს", - წერს Moody's.

საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი Ba2 დონეზე უცვლელად დატოვა, თუმცა მისი პერსპექტივა "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შეამცირა. აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად უკავშირდება ქვეყნის პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, რაც საქართველოს მომავალ ეკონომიკურ და ფინანსურ მდგრადობაზე უარყოფითად შეიძლება აისახოს.

ორგანიზაცია 2025 წელს საქართველოში 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის.

ცნობისთვის, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა ბოლო განახლებაში, საქართველოს პერსპექტივა გააუარესა. განახლებული შეფასებით, Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზე დაადასტურა. რაც შეეხება პერსპექტივას, ის "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შეამცირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები