მოსამართლემ დროებით დაბლოკა დონალდ ტრამპის ბრძანება, რომლის თანახმადაც USAID-ის 2000-ზე მეტ თანამშრომელს ანაზღაურებად შვებულებაში მოუწევდათ გასვლა. მოსამართლე კარლ ნიკოსლმა შემაკავებელი ორდერი შეზღუდული დროით, ბრძანების ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოსცა, მას შემდეგ რაც პროფკავშირებმა სარჩელი შეიტანეს.
მოსამართლის გადაწყვეტილება ძალაში 14 თებერვლამდე დარჩება.
ტრამპიც განცხადებით, საერთაშორისო განვითარების ამერიკული სააგენტო, იგივე USAID, რომელიც აშშ-ის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ეკონომიკურ, საგანმანათლებლო თუ კულტურულ პროგრამას ახორციელებს, ამერიკელი გადასახადების გადამხდელებისთვის საკმარისად ღირებული არ არის და ამიტომ უნდა გაუქმდეს. ამის გამო ტრამპი გეგმავს, რომ სააგენტოს ათასობით თანამშრომელი გაათავისუფლოს.
USAID-ის 500-მდე თანამშრომელი სააგენტომ ანაზღაურებად შვებულებაში უკვე გავიდა, მათ კიდევ 2200 დღეიდან, 8 თებერვლიდან, ადგილობრივი დროით 00:00 საათიდან უნდა დამატებოდა. თუმცა 7 თებერვალს ორი პროფესიული კავშირის მიერ შედგენილი სარჩელის თანახმად, მთავრობა ამ გადაწყვეტილებით აშშ-ის კონსტიტუციას არღვევს.
"USAID-ის ყველა თანამშრომელი, რომელიც უკვე სარგებლობს ადმინისტრაციული შვებულებით, უნდა აღდგეს თავის პოზიციაზე, სანამ შეზღუდვა მოქმედებს. მათ სრულად უნდა მიეცეთ წვდომა ელექტრონულ ფოსტაზე, უსაფრთხოების სისტემებსა და ანაზღაურებაზე, ამასთან, ვადის ამოწურვამდე, არც ერთი ახალი თანამშრომელი არ უნდა გავიდეს ანაზღაურებად შვებულებაში", - წერია მოსამართლის გადაწყვეტილებაში.




























