აშშ პრეზიდენტის მხრიდან "რუსული კანონისთვის" დადებულ ვეტოს ევროატლანტიკური კურსის გამბედავ დაცვად მიიჩნევს - ამის შესახებ პლატფორმა X-ზე აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი ედრიენ უოტსონი წერს.
„მიხარია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იცავს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს უცხოური აგენტების კანონზე ვეტოს დადების გზით. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გამოიჩინონ იგივე გამბედაობა და არ გააუქმონ მისი ვეტო“, – წერს ედრიენ უოტსონი.
სალომე ზურაბიშვილმა "რუსულ კანონს" ვეტო გუშინ დაადო. როგორც მან თქვა, ვეტო არის გამართული იურიდიულად და ის დღესვე გადაეცემა პარლამენტს. პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ეს არის მარტივი ვეტო. ჯერჯერობით უცნობია მოტივირებული შენიშვნების ტექსტი, რომელიც სავარაუდოდ, პარლამენტი გამოაქვეყნებს.
შარლ მიშელის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ვეტო კიდევ ერთხელ ქმნის გააზრებისთვის მომენტს.




























