მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოში ბევრი სამოქალაქო და სამხედრო აეროპორტი არსებობს, რომელიც ერთად ფუნქციონირებს - დავითაშვილი ვაზიანის აეროპორტზე

პარლამენტში

მთლიანად სამხედრო დანიშნულებით ათასობით, 20 000-მდე ჰექტარია ვაზიანის სამხედრო ბაზისთვის გათვალისწინებული, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

„რაც შეეხება ვაზიანის აეროპორტს, მსოფლიოში არსებობს ძალიან ბევრი სამოქალაქო და სამხედრო აეროპორტი, რომელიც ერთად ფუნქციონირებს ეს საერთაშორისო გამართლებული პრაქტიკაა, როგორც აშშ-ში ისე აზიის მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ლიეტუვაში, ევროპის ქვეყნებში, ასე რომ ეს პრობლემა არ არის.

რაც შეეხება პოლიგონის არსებობას ჩვენ აეროპორტისთვის 500 ჰექტრამდე მიწა გვჭირდება. პოლიგონი 650 ჰექტარია, მაგრამ მთლიანად სამხედრო დანიშნულებით ათასობით, 20 000-მდე ჰექტარია ვაზიანის სამხედრო ბაზისთვის გათვალისწინებული, შესაბამისად აეროპორტისთვის გათვალისწინებული მიწის რაოდენობა ვერანაირად ვერ მოახდენს გავლენას თავდაცვის სამინისტროს საჭიროებებთან დაკავშირებით“, - განაცხადა მან.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ ვაზიანის აეროპორტის განვითარებისთვის საკონსულტაციო მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. 261 773 ლარის ღირებულების ტენდერის ფარგლებში წინადადებების მიღება 20 მარტს დაიწყო და 22 მარტს დასრულდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ტენდერი არ შედგა, რამდენადაც პრეტენდენტებისგან შეთავაზებები არ დაფიქსირებულა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე ახალი, საერთაშორისო სტანდარტების აეროპორტის მშენებლობა გასული წლის ზაფხულში დაანონსდა. აეროპორტის ასაშენებლად საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს ავსტრიული კომპანია Airport Competence GmbH-ი ატარებს. გასულ წელს „საქაერონავიგაციამ" 230 500 ევროს ღირებულების სამუშაოებზე გამარტივებული შესყიდვის უფლება მიიღო. ეს თანხა ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მოფრენა/გაფრენის პროცედურების წინასწარი სქემების შემუშავებისთვის, ხელოვნური და ბუნებრივი დაბრკოლებების და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მონაცემების განსაზღვრისთვის დაიხარჯება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები