საქართველოს მთავრობა კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს მიმართავს.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს.
ცვლილების განხორციელების შედეგად, კულტურისა და სპორტის სამინისტროები ცალ-ცალკე იფუნქციონირებს. კულტურის სამინისტროს - თინათინ რუხაძე, ხოლო სპორტის სამინისტროს შალვა გოგოლაძე უხელმძღვანელებს.
პრემიერ-მინისტრმა კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დააანონსა და უწყებების ახალი ხელმძღვანელები წარადგინა. ირაკლი კობახიძემ კულტურის და სპორტის მინისტრად თინათინ რუხაძე წარადგინა. სპორტის მინისტრის პოსტს კი შალვა გოგოლაძე დაიკავებს.