მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავრობამ ქონების გადასახადის რეფორმის კანონპროექტი არ წარმოადგინა... "ოცნებამ" ხალხი კიდევ ერთხელ მოატყუა"

რომან გოცირიძე

პარლამენტი დაუმსახურებელ შვებულებაში გავიდა, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია ევროოპტიმისტების წევრი, რომან გოცირიძე აცხადებს. დეპუტატი ქონების გადასახადის რეფორმის შესახებ ამბობს, რომ მთავრობამ დაპირება არ შეასრულა და კანონპროექტი არ დააინიციირა.

"პარლამენტმა საგაზაფხულო სესია ისე დაამთავრა, რომ ქონების გადასახადის რეფორმის დაპირებული კანონპროექტი არც კი წარმოუდგენია მთავრობას. სექტემბრის შუა რიცხვებში პარლამენტი მუშაობას შეაჩერებს წინასაარჩევნოდ და ისეთი პირი უჩანს, “ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ მოატყუებს ხალხს. კიდევ ერთხელ მოატყუა “ქართულმა ოცნებამ” ხალხი. ქონების გადასახადის შემცირების ჩემი კანონპროექტი ჩააგდეს, თუმცა თქვეს, რომ ამის გაკეთება აუცილებელია და ფინანსთა მინისტრმა პირობა დადო, რომ გაზაფხულზე საკუთარ კანონპროექტს დააინიცირებდა მთავრობა. ისე გავიდა გაზაფხულიც და საპარლამენტო ზაფხულიც, რომ არაფერი გაუკეთებიათ, პარლამენტი კი დაუმსახურებელ შვებულებაში გავიდა. ამათგან სიცრუე ვის გაუკვირდება!”, - აცხადებს რომან გოცირიძე.

მიმდინარე წლის 22 თებერვალს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ცვლილებები კანონმდებლობაში მუნიციპალიტეტთან კომუნიკაციის შედეგად უნდა მოხდეს, რადგან ქონების გადასახადი სრულად ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში მიიმართება.

ქონების გადასახადი, შესაძლოა, შემცირდეს - რომან გოცირიძის კანონპროექტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები