მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა"რიყის დოქების" საპრივატიზაციო ფასს 20 მლნ ლარით ამცირებს

621354985aba3
მარიამ ვარადაშვილი
21.02.22 13:03
764
მთავრობა ე.წ რიყის დოქებს აუქციონზე 20 მლნ ლარზე ნაკლებად გამოიტანს. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აუქციონის პირობების თანახმად, ინვესტორს ადგილზე მინიმუმ 20 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება მოუწევს.

“აუქციონის საწყისი ფასი 10 მლნ ლარი იქნება. პირობა არის რომ მინიმუმ 20 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელდეს. შესაბამისად, მონაწილემ შესაბამისი გარანტიები უნდა წარმოადგინოს. მეორე მნიშვნელოვანი პირობაა, რომ გვინდა სწრაფად მივიღოთ შედეგები და არაუმეტეს სამი წლის განმავლობაში [36 თვე] უნდა განხორციელდეს აუქციონის პირობებით განსაზღვრული ობიექტების მშენებლობა. მათ შორის იმ ინვესტიციების განხორციელება, რაც ამ პირობით არ მოცემული. ეს იქნება არანაკლებ 20 მლნ ლარი, თუმცა იმ მასშტაბის პროექტების განხორციელებას, რომელზეც დაინტერესებული პირები საუბრობენ, მეტი რესურსი დასჭირდება. საუბარია ისეთი ამბიციური პროექტების განხორციელებაზე როგორებიცაა ქართული ღვინის და ციფრული ხელოვნების მუზეუმები და სხვა სივრცეები”,-აბობს დავითაშვილი.

ე.წ რიყის დოქები მთავრობას ბოლოს აუქციონზე იანვარში ჰქონდა გამოტანილი. ამჯერად, დაახლოებით, 17 მლნ ლარით ნაკლებად - 30 მლნ ლარად, თუმცა მეხუთე ცდაზეც სახელმწიფომ მისი გაყიდვა ვერ შეძლო.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები