მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მყისიერი გადახდების სისტემის შესყიდვის მიზნით ეროვნულმა ბანკმა ტენდერი გამოაცხადა

63fde92da2c9e
შოთა ტყეშელაშვილი
28.02.23 15:49
1142
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მყისიერი გადახდების სისტემის შესყიდვის მიზნით, ღია საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა - ამის შესახებ თავად სებ-ის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ხდება ცნობილი. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შესყიდვა მსოფლიო ბანკის პროცედურების დაცვით განხორციელდება. 

"ტენდერში მონაწილეობა ყველა იმ საგადახდო სისტემის მწარმოებელს შეეძლება, რომლებიც სატენდერო მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებენ. აღსანიშნავია, რომ სისტემის მწარმოებლები და მათთან დასაქმებული პერსონალი უნდა ფლობდეს სათანადო გამოცდილებას რთული საგადახდო სისტემების წარმოებაში. სატენდერო წინადადებების მიღების ბოლო ვადა მიმდინარე წლის 10 აპრილია. რაც შეეხება წინა სატენდერო (Pre-Bid Meeting) შეხვედრას, ტენდერში მონაწილეობის მსურველ მწარმოებლებთან მიმდინარე წლის 14 მარტს გაიმართება.

მყისიერი გადახდების სისტემა არის ელექტრონული საცალო გადახდის გადაწყვეტა, რომელიც ხელმისაწვდომია 24/7/365, გადახდის შესრულება ხორციელდება იმავე მომენტში, მყისიერად და შესრულებისთანავე მიმღებისთვის თანხა დაუყოვნებლივ ხდება ხელმისაწვდომი. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანერგილი სისტემით გადახდები განხორციელდება ლარში. მყისიერი გადახდის სისტემაში ჩართული იქნებიან კომერციული ბანკები და სხვა (არასაბანკო) საგადახდო მომსახურების პროვაიდერები. მომხმარებლებს გადახდების ინიცირებისთვის ყველა შესაძლო არხის და საშუალების გამოყენება შეეძლებათ, იქნება ეს ფილიალი, ინტერნეტ-ბანკი, მობილური აპლიკაცია, QR კოდი და ა.შ,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

BMG სებ-ისგან შეეცდება გაარკვიოს თუ რა იქნება ამ პროექტის ბიუჯეტი. ასევე ზუსტად რა უპირატესობას შესძენს ახალი სისტემა ქართულ საფინანსო სექტორს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები