მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნოემბერში ლარის დეპოზიტები შემცირდა, დანაზოგების დოლარიზაცია გაიზარდა

ბანკები

ეროვნულმა ბანკმა ნოემბრის თვის სადეპოზიტო სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, გასული თვის განმავლობაში დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი ერთი პროცენტით შემცირდა და მან 48.3% შეადგინა. ნოემბერში ლარის დეპოზიტები სულ 351 მილიონი ლარით, 28 მილიარდ ლარამდე შემცირდა. ეს 2023 წლის მარტის შემდეგ დეპოზიტების ლარიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ამასთან აგვისტოს შემდეგ, დეპოზიტების ლარიზაცია 3.9 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

დეპოზიტების ლარიზაციის კლების პარალელურად, 791 მილიონი ლარით გაიზარდა სავალუტო დეპოზიტების მოცულობა და ის 29.95 მილიარდ ლარს შეადგენს.

ნოემბერში მთლიანად საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების ზომა გაიზარდა 440 მილიონი ლარით და მან 57.96 მილიარდ ლარს მიაღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები