მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოპოზიციური პარტიების ლიდერები 17:00 საათზე სადგურის მოედნიდან მსვლელობას დაიწყებენ

ოპოზიცია

დღეს ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართება. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს შეხვედრა გამართეს, სადაც დაიგეგმა, რომ პარტიების წარმომადგენლები 17:00 საათზე ვაგზლის მოედნიდან მსვლელობას დაიწყებენ.

"დღეს 19.00 რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გაიმართება საპროტესტო აქცია. აქციამდე, 17:00 საათზე, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და პროტესტის მონაწილეები შეიკრიბებიან ვაგზლის მოედანზე, თბილისი ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე. საიდანაც მოეწყობა მსვლელობა - საპროტესტო მარში. მსვლელობას გაუძღვებიან პოლიტიკური პარტიების ლიდერები", - ნათქვამია ოპოზიციური პარტიების ინფორმაციაში.

დღეს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები