მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორგანიზაციებმა ცალსახად განაცხადეს, რომ ღირსების შემლახველ რეესტრში არ დარეგისტრირდებიან - მამუკა ანდღულაძე

მამუკა ანდღულაძე

მედიის ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარე, მამუკა ანდღულაძე აცხადებს, რომ ქართველი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები "რუსული კანონის" რეესტრში არ დარეგისტრირდებიან.

მისი განმარტებით, კანონი არის არაკონსტიტუციური, ეწინააღმდეგება ევროპულ, საერთაშორისო სამართალს და ქართველი ხალხის ნებას.

„ქართულმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა ცალსახად, არაერთგზის განაცხადეს, რომ ამ ღირსების შემლახველ რეესტრში არ დარეგისტრირდებიან. იმიტომ, რომ ეს კანონი არის არაკონსტიტუციური. კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ, საერთაშორისო სამართალს და რაც მთავარია, ეს კანონი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას, ევროინტეგრაციის შესახებ.

რასაც ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს ვუყურებდით, არაერთი არგუმენტი, ფაქტი იყო წარმოდგენილი, თუ რატომ იყო ეს კანონი არაკონსტიტუციური. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს არ აქვს სხვა ალტერნატივა, გარდა იმისა, რომ მოსარჩელეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და დეპუტატების სასარჩელო მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

სხვა ალტერნატივა მათ არ აქვთ. ამ ვითარებაში სხვა ალტერნატივა შეუძლებელია მიიღონ, როდესაც ადგილობრივი ექსპერტული ორგანიზაციები და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელსაც მანდატი და კომპეტენცია აქვთ, რომ შეისწავლონ აღნიშნული საკითხები ღიად, პირდაპირ განაცხადეს, რომ ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ეს ეწინააღმდეგება ევროპულ სამართალს “,- აცხადებს ანდღულაძე.

მისი განმარტებით, ამ კანონის შემოტანამ და ხელისუფლების ქმედებებმა, ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა.

შეგახსენებთ, რომ "რუსული კანონის" რეესტრში ნებაყოფლობითი რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება.

სამოქალაქო სექტორის აქტიური წევრებიდან "სირცხვილია" იყო ერთადერთი, რომელმაც რუსული კანონის რეესტრში რეგისტრაციის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, გადაწყვეტილება რამდენიმე საათში შეცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები