მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორწლიანი პაუზის შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ახალი კლინიკებისა და სერვისებისთვის „გაიხსნა“

61fa5e0cd2cc4
ელენე გოგბერაშვილი
02.02.22 15:00
960
ჯანდაცვის სამინისტროს "საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში" ახალი სტაციონალური სამედიცინო დაწესებულებების ჩართვა თითქმის ორი წელია შეზღუდული ჰქონდა. როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები გასულ წელს bm.ge-სთან ყვებოდნენ, აწ უკვე ჯანდაცვის ყოფილი მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილება შეეხო იმ კლინიკებსაც, რომლებიც წლებია სახელმწიფო პროგრამას ემსახურებოდნენ, თუმცა მათ ახალი სამედიცინო სერვისების დამატების უფლება აღარ ჰქონდათ.

როგორც კლინიკების წარმომადგენლები აცხადებდნენ, სამინისტრომ ახალი სამედიცინო მომსახურების ატვირთვისთვის განკუთვნილი სპეციალური პორტალი „ჩაკეტა“ ისე, რომ შესაბამისი ბრძანება ან დადგენილება არ გამოუქვეყნებია და მათ ამის შესახებ გაიგეს მაშინ, როცა სისტემაში ახალი სერვისების ატვირთვა ვეღარ შეძლეს.

როგორც bm.ge-სთან ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე, ხეჩინაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი მაია მახარაშვილი აცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრომ ორწლიანი გაჩერების შემდეგ სპეციალური პორტალი ახალი კლინიკებისა და სერვისების რეგისტრაციისთვის ახალი წლის წინა დღეებში გახსნა.

„გაიხსნა პორტალი, აიტვირთა ახალი კოდები, ცოტა შეფერხებები იყო იქიდან გამომდინარე, რომ ორი წელი იყო ჩაკეტილი და ყველა კლინიკას ჰქონდა საჭიროება ახალი კოდების ატვირთვის. გაცილებით მარტივად მიმდინარეობდა მანამდე, ყოველი თვის 15 რიცხვში იხსნებოდა პორტალი და ნებისმიერი ახალი სერვისის დამატების საშუალება ჰქონდათ კლინიკებს“-ამბობს მაია მახარაშვილი.

კერძო სექტორის მიერ პორტალის "ჩაკეტვის" შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავდა, რომ  „პორტალზე ახალი სერვისის რეგისტრაცია კომისიური გადაწყვეტილებით ხდებოდა“ და სახელმწიფო პროგრამაში ახალი კლინიკის ჩართვის აუცილებლობასაც ეს კომისია გეოგრაფული ხელმისაწვდომობის და სხვა საჭიროებების საფუძველზე განიხილავდა", რა განმარტებსაც კლინიკების წარმომადგენლები არ იზიარებდნენ.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები