მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის მიუხედავად ქართული ფაიფურის ჭურჭელი ექსპორტზე აშშ-სა და კანადაში გავიდა

5f071d19187db
ვიქტორია მღებრიშვილი
18.07.20 21:32
2528
„საინის“ პროდუქცია პანდემიის დროს საერთაშორისო ბაზარზე გავიდა - ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის დამფუძნებელმა ნინო სლეპჩენკომ უთხრა.

მისი ინფომრაციით, 2015 წლიდან დღემდე „საინმა“ 4-ჯერ გაზარდა წარმოება, რაც პირველ რიგში მათ ძირითად პროდუქციას - ფაიფურის ჭურჭელს ეხება. ამასთან ერთად „საინი“ უკვე 10-ზე მეტ სხვადასხვა საავტორო დიზაინერულ პროდუქტს აწარმოებს.

„პანდემიის პერდიოდშიც კი „საინმა“ მოახერხა გაიყიდვების განხორციელება კანადისა და აშშ-ში. გამომდინარე იქიდან, რომ „საინი“ საერთაშორისო ბაზარზე მხოლოდ მარტში გამოჩნდა, პირველი პერიოდისთვის გაყიდვები სრულიად დამაკმაყოფილებელია.

2020 წლის დასაწყისში, ასოციაცია Design Georgia-სა და USAID/Georgia- ას ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელშეწყობით „საინის“ პროდუქცია საერთაშორისო სავაჭრო პლატფორმაზე - Etsy.com-ზე განთავსდა. USAID Georgia-ს თანამშრომლობა Etsy-სთან ქართველ ხელოვანებს მისცემს შესაძლებლობას ჰქონდეთ წვდომა საერთაშორისო ბაზარზე.

უნდა აღვნიშნო, რომ სოციალურ ქსელში, უამრავი უცხოელი გამოხატავს ინტერესს ჩვენი პროდუქციისადმი. შესაბამისად, საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებთ მსოფლიო ბაზარზე გაყიდვების გაზრდის პერსპექტივასაც.

ვგეგმავთ სხვა საერთაშორისო პლატფორმებზე გასვლას. ჯერ ძირითადად ონლაინ პლატფორმებზე ვსაუბრობთ, თუმცა ჩვენ უკვე გვაქვს გამოცდილება საერთაშორისო ბაზარზე ასე ვთქვათ რეალურ დროში მოხვედრის: მარტში ასოციაცია Design Georgia-ს წევრებთან ერთად, ჩვენი პროდუქცია განთავსდა ტალინის „Telliskivi Creative City“-ის პოპ-აპ მაღაზიაში. სამწუხაროდ, პანდემიის გამო მაღაზიამ მხოლოდ ერთი კვირა იფუნქციონირა, მაგრამ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ის განაგრძობს მუშაობას. იმედი მაქვს, რომ მსგავსი გამოფენები მალე აღდგება და ჩვენ ისევ ჩავერთვებით ამ პროცესებში“, - ამბობს ნინო სლეპჩენკო.


„საინის“ თანადამფუძნებლის თქმით, ამ ეტაპზე კომპანიის მთავარ ამოცანას საქართველოს საზღვრებს მიღმა სარეალიზაციო არეალის გაფართოება წარმოადგენს. ამისთვის ადგილობრივი საწარმოს ამოქმედებაა საჭირო, რაც ცხადია, დამატებით ფინანსურ რესურსებს მოითხოვს.

„დღეს, ჩვენი ამოცანაა გავზარდოთ ექსპორტის მოცულობა და შევქმნათ ადგილობრივი საწარმო. ამ დრომდე ძირითადად თვითდაფინანსებით მოვედით, ამ ეტაპზე ვმუშაობთ ფინანსირების გაზრდაზე, რომელიც მოგვცემს საშუალებას, გავზარდოთ წარმადობა. 

შესაბამისად, გვჭირდება ყველანაირი ხელშეწყობა, რაც გულისხმობს საწარმოს ფინანსურ და ტექნიკურ აღჭურვას, საექსპორტო პორცესების გამარტივებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან შუამდგომლობას. ამისთვის კი დაახლოებით 30 000 ევრო გვესაჭირეობა. დიდი იმედი გვაქვს, რომ პატარა საწარმოს დასაფუნძნებლად საჭირო თანხას საქართველოში გამოცხადებული სხვადასხვა გრანტების მეშვეობით მოვიპოვებთ”, - ამბობს ნინო სლეპჩენკო და აღნიშნავს:

„წარმადობის გაზრდა, პროდუქციის თვითღირებულებას შეგვიმცირებს, მოხდება რისკების დივერსიფიცირება, რადგან ხარჯების შემცირების გარდა, გაგვიჩნდება შემოსავლის ალტერნატიული წყარო და ბიზნესიც გაცილებით ჯანსაღი და სტაბილური გახდება“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები