მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პეტერ ფიშერი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან შეხვედრას ეხმაურება

სს

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან, ლევან ჟორჟოლიანთან შეხვედრას ეხმაურება.

მისი თქმით, გერმანია სამომავლო დაფინანსების ფოკუსირებას დაბალი ადმინისტრაციული ხარჯების მქონე მეგობრებზე მოახდენს.

„ბატონ ჟორჟოლიანს, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, შევხვდი ჩემი თხოვნით, რათა მეთხოვა, რომ გერმანიის მთავრობისგან გადახდები გათავისუფლებული იყოს საქართველოს გრანტების კანონისგან, ვინაიდან ისინი უკვე შეთანხმებულია წინა გერმანულ-ქართულ ხელშეკრულებებში. ლეგიტიმური იურიდიული კითხვა. პასუხი: არა. გერმანია სამომავლო დაფინანსების ფოკუსირებას დაბალი ადმინისტრაციული ხარჯების მქონე მეგობრებზე მოახდენს“, - წერს ფიშერი.

24 სექტემბერს, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ელჩის განცხადებით, გერმანია-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში ეს პირველი შემთხვევაა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ამბობს, რომ გერმანიის ელჩი მთავრობის ადმინისტრაციაში თავად მივიდა და ითხოვდა "გრანტების კანონი" გერმანული ორგანიზაციების მიერ გაცემულ გრანტებზე არ გავრცელებულიყო. საუბარია მიმდინარე წლის დასაწყისში "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ მიღებულ კანონზე, რომლითაც საერთაშორისო ორგანიზაციებს გრანტების გასაცემად "ქართული ოცნების" მთავრობის თანხმობა სჭირდებათ.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ელჩის მიმართ „აგრესიულ რიტორიკა" და „უსაფუძვლო დაბარება". "ელჩი წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და მოქმედებს ვენის კონვენციის სრული დაცვით“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ X-ზე გაავრცელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები