თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, საზღვარგარეთიდან საქართველოში იმ ადამიანებს დაეხმარება, ვისაც "ბიძინა ივანიშვილი ჩაგრავს".
როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, თავის კავშირებს გამოიყენებს, იმისთვისაც რომ უპირველესად აშშ-ში აჩვენოს, თუ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი რეალურად.
კითხვას, ხომარ აპირებს პოლიტიკაში მოსვლას, მან უპასუხა, რომ არა. "ქვეყნის სამსახურში ყოფნას პოლიტიკოსობა არ სჭირდება", - განაცხადა ბაჩიაშვილმა.
მან ასევე პირობა დადო, რომ ბევრ პოლიტიკოსზე მეტს გააკეთებს.
საქმე ის არის, რომ დღეს გიორგი ბაჩიაშვილმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ქვეყანა დატოვა. მისი ადგილმდებარეობის შესახებ ცხადია, ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა მან “რეაქციაში“ დაადასტურა, რომ ნამდვილად არის ქვეყნიდან გასული. როგორც მან თქვა, საქართველოდან გასასვლელად, "სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები გამოიყენა".
წასვლა არა დანებება, არამედ გააზრებული და სტრატეგიული ნაბიჯია - გიორგი ბაჩიაშვილი


























