"პოლიტიკოს" ცნობით, საფრანგეთს ძებნილთა სიაში „ტელეგრამის“ დამფუძნებლის, პაველ დუროვის ძმა, ნიკოლაი დუროვიც ჰყავს შეყვანილი.
დოკუმენტში, რომელსაც „პოლიტიკო“ ექსკლუზიურად გაეცნო წერია, რომ „ტელეგრამის“ მიმართ ფარული გამოძიება ბევრად უფრო ადრე დაიწყო და უფრო ფართოა, ვიდრე ეს აქამდე იყო ცნობილი.
საუბარი ეხება „ტელეგრამის“ უარს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან ბავშვთა სექსუალური ძალადობის ფაქტებზე მიმდინარე საქმეზე. ურდო კონკრეტულად, დუროვების დაკავების ორდერი გამოცემლია მარტში, მას შემდეგ, რაც გამოძიება სასამართლოს საშუალებით ითხოვდა „ტელეგრამის“ მომხმარებლის იდენტიფიცირებას, რაც არ მოხდა.
ბოლო ცნობებით, Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი პოლიციის საპატიმროდან პარიზის სასამართლოში, დაკითხვაზე გადაიყვანეს.
39 წლის პაველ დუროვი კვირას დააკავეს პარიზის ლე ბურჟეს აეროპორტში.