საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ი მიუთითებს, რომ პოლიტიკურმა გაურკვევლობამ შეიძლება შეინარჩუნოს ზეწოლა ლარზე და რეზერვებზე საარჩევნო ციკლის განმავლობაში.
Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა "პოზიტიურიდან" "სტაბილურამდე" შეამცირა.
სააგენტო რეიტინგზე მოქმედ ერთ-ერთ ფაქტორად შესუსტებულ გარე ფინანსებს ასახელებს და აღნიშნავს, რომ 2024 წლის მაისის ბოლოსათვის საერთაშორისო რეზერვები შემცირდა 4.6 მილიარდ აშშ დოლარამდე, 2023 წლის აგვისტოში 5.4 მილიარდი აშშ დოლარის პიკიდან და ეს ხელსაყრელი მაკროეკონომიკური ფონის მიუხედავად მოხდა.
Fitch-ის აზრით, ეს ასახავს უფრო ფართო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, წმინდა სუვერენული ვალის უფრო მაღალ დაფარვას და საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერვენციებს, რომლის ფარგლებშიც სებ-მა 168.7 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა ლარზე გაზრდილი ზეწოლის სამართავად. Fitch-ი ლარის კურსზე წერს, რომ 7%-ით გაუფასურდა აშშ დოლართან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ.