მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, რომ IMF-ის პროგრამის აქტივაციას შესაბამის ვადებში მოვახერხებთ“ - თურნავა

ეროვნული ბანკი

„პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, რომ IMF-ის პროგრამის აქტივაციას შესაბამის ვადებში მოვახერხებთ“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF-ის) შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, სუბირ ლალისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, კანონის ცვლილებისა და ჰარმონიზების კუთხით, მაინც მნიშვნელოვანი პროგრესია.

"მიუხედავად იმისა, რომ მისია არ ეძღვნებოდა პროგრამაზე საუბარს, ეს ე.წ. მე-4 მუხლის ფარგლებში განხორციელებული მისიაა, რომლის ამოცანებიც განსხვავებულია, უფრო ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაა.

პროგრამასთან დაკავშირებით, ჩვენ, ისევ ვაგრძელებთ მუშაობას. არის გარკვეული საკითხები რომელზეც უფრო მეტი ყურადღება გვაქვს დაკონცენტრირებული, რაც უფრო პრინციპულია ამ მიმართულებით. რაც შეეხება ეროვნული ბანკის კანონს და მმართველობითი სტრუქტურის გაძლიერება რეფორმას, ეს საკითხი დაახლოებით 3 წელია განხილვის ქვეშაა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ცვლილება გადის ეროვნული ბანკის კომპეტენციიდან და მოითხოვს უფრო ფართო მსჯელობას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან, საკმაოდ კარგი პროგრესი გვაქვს და ვაგრძელებთ მუშაობას და ზოგადად, მოლოდინი გვაქვს პოზიტიური, რომ მოვახერხებთ პროგრამის აქტივაციას შესაბამის ვადებში", - განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი პროგრამა 2023 წელს შეჩერდა, რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ ფონდის წინაშე გაფორმებული მემორანდუმის პირობების დარღვევას უკავშირდებოდა, კერძოდ კი სებ-ის შესახებ ორგანული კანონის შეცვლას და პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღებას, რაც 2023 წლის ივნისში განხორციელდა. IMF-ის ინფორმაციით, მათი შეშფოთება ასევე გამოიწვია ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებული საგამონაკლისო წესის მიღებამ, რამაც პროგრამის განახლება დამატებით გაართულა.

IMF-ის სამწლიანი პროგრამის მოცულობა 280 მილიონ დოლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები