მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტი სებ-ს "რუსული გადაწყვეტილების" გაუქმებისკენ მოუწოდებს

პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს - ნათია თურნავას სანქციების აღსრულების წესში შეტანილი გამონაკლისის გაუქმებისკენ მოუწოდებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სებ-ის "რუსულ გადაწყვეტილება" ქვეყანას ფინანსური თვალსაზრისით "შავ ხვრელად" ქცევის რისკის ქვეშ აყენებს. 

"რაც ეხება, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, იგი სრულად აცნობიერებს ამ საკითხის სამართლებრივ და მორალურ მხარეს. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინსტიტუტებს აძლევს შესაძლებლობას გონივრულ ვადაში მიიღონ ზომები და დაიცვან ქვეყნის რეპუტაცია და ინტერესები. მით უფრო დღეს, როცა წყდება საქართველოს ევროპული მომავალი, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია გაუქმდეს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ,,რუსული გადაწყვეტილება“. საქართველოს შესაძლო ,,შავ ხვრელად“  ქცევა კი მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესებშია და პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებსა და ჩვენს ევროატლანტიკურ გზას,"- ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, პარლამენტის მიერ სებ-ის საბჭოში ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის ახალ წევრებად დამტკიცების საკითხზეა საუბარი.

„რაც ეხება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს, ყველას მიერ პროფესიონალად და გამოცდილ კადრად აღიარებული გიორგი ბაქრაძის კანდიდატურის საჯარო და სამარცხვინო ჩაგდების შემდეგ, საჭირო გახდა უმრავლესობის მიერ წარმოებული ამ მანკიერი პროცესის ლუსტრაცია, რომელიც პარლამენტმა 21 სექტემბერს 82 და 83 ხმით დაამტკიცა“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები