მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

PSP-ს დამფუძნებელი ჯანდაცვის მინისტრზე: "თუ არ იცის, რას არეგულირებს?!"

5e0356d4a1e04
ვიქტორია მღებრიშვილი
25.12.19 17:10
2453
თუ არ იცის, რას არეგულირებს?! - ამის შესახებ BM.GE-ის სააფთიაქო ქსელ PSP-ს დამფუძნებელმა და პარლამენტის წევრმა კახა ოქრიაშვილმა განუცხადა. ასე ეხმაურება ოქრიაშვილი ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს, შესაძლებელია, მოგების მარჟა დაურეგულირდეთ. 
 
კახა ოქრიაშვილმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მინისტრმა რაიმე არ იცის, უნდა ჩაიხედოს ფინანსთა სამნისტროს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში.

„ჯანდაცვის სამინისტრომ შეიძლება არ იცის, მაგრამ ფინანსთა სამინისტროს ზუსტად იცის, რამდენი აქვს ფარმაცევტულ კომპანიებს მოგების მარჟები, ყოველ წელს აქვეყნებს და ჯანდაცვამ თუ არ იცის რამდენი აქვთ მარჟები ფარმაცევტულ კომპანიებს, უნდა ჩახედოს ფინანსთა სამინისტროს გამოქვეყნებულ ვებგვერდს და დაინახავს რამდენია.
თუ არ იცის, რას არეგულირებს?! არ ჩაუხედიათ და ისე აცხადებენ“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები