მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ ბანკებში უცხოელების დეპოზიტებმა რეკორდულ ₾6.7 მილიარდს მიაღწია

63d798cc7a80d
შოთა ტყეშელაშვილი
30.01.23 14:16
4851
სტატიაში საუბარია:
უცხოეთის მოქალაქეები ქართულ ბანკებში 6.7 მილიარდ ლარს ინახავენ. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არარეზიდენტთა დეპოზიტების ზომა რეკორდული ტემპით 66%-ით გაიზარდა. შედეგად, ამ კატეგორიის საბანკო ანგარიშებმა მთლიანი სადეპოზიტო პორტფელის ზომის 15.5%-ს მიაღწია.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არ არის დაზუსტებული, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეებს ეკუთვნით აღნიშნული საბანკო ანგარიშები, თუმცა, სავარაუდოდ, დეპოზიტების ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი რუსეთის ფედერაციიდან შემოსული უპრეცედენტოდ დიდი მიგრაციული ნაკადია.

სებ-ის მონაცემებით, უცხოელების დეპოზიტების 89% დოლარსა და ევროში არის განთავსებული, ლარზე კი მხოლოდ 11% მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები