საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2023 წლის 8 თვის ფინანსური შედეგები ეროვნულ ბანკს უკვე წარუდგინეს. მათი მიხედვით, 15 ბანკის ჯამურმა აქტივებმა 72.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც წინა თვესთან შედარებით 900 მილიონი ლარით მეტია.
ამასთან, ბანკების მოგებამ მიმდინარე წლის 8 თვეში 1.81 მილიარდი ლარი შეადგინა.
ივლისში შეიცვალა ბანკების მიერ ფინანსური მაჩვენებლების წარდგენის სტანდარტი. თუკი წარსულში მათი შემოსავლები და სხვა პარამეტრები ადგილობრივი სტანდარტით იანგარიშებოდა, ივლისიდან ბანკები ვალდებული არიან სებ-ს მონაცემები IFRS-ის ბუღალტრული სტანდარტით წარუდგინონ. შეცვლილი მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, მოგებების მაჩვენებლები წინა თვეების და პერიოდების მაჩვენებლებთან ბოლომდე შესადარისი არაა.
არსებული მდგომარეობით ბანკებს საქართველოს ეკონომიკაზე 48.8 მილიარდის სესხები აქვთ გაცემული, ბანკებში არსებული დეპოზიტების ზომა კი 48.1 მილიარდი ლარია.