საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2023 წლის 8 თვის ფინანსური შედეგები ეროვნულ ბანკს უკვე წარუდგინეს. მათი მიხედვით, 15 ბანკის ჯამურმა წმინდა მოგებამ წელს 1.81 მილიარდი ლარი შეადგინა, მათ შორის უშუალოდ აგვისტოში სექტორის მოგება 236.7 მილიონი ლარი იყო.
ამასთანავე, შეიცვალა ბანკების მიერ ფინანსური მაჩვენებლების წარდგენის სტანდარტიც. თუკი წარსულში მათი შემოსავლები და სხვა პარამეტრები ადგილობრივი სტანდარტით იანგარიშებოდა, ივლისიდან ბანკები ვალდებული არიან სებ-ს მონაცემები IFRS-ის ბუღალტრული სტანდარტით წარუდგინონ. შეცვლილი მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, მოგებების მაჩვენებლები წინა თვეების და პერიოდების მაჩვენებლებთან ბოლომდე შესადარისი არაა.
8 თვის ფინანსური მაჩვენებლები ასეთია:
საპროცენტო შემოსავლები სესხებიდან - 3.87 მილიარდი ლარი;
საპროცენტო შემოსავლები ფასიანი ქაღალდებიდან - 487 მილიონი დოლარი;
საპროცენტო შემოსავლები ჯარიმებიდან - 75 მილიონი ლარი;
სულ საპროცენტო შემოსავლები - 4.6 მილიარდი ლარი.
ვალუტის კონვერსიის ოპერაციებიდან მიღებული წმინდა მოგება - 453 მილიონი ლარი;
საკომისიო შემოსავლები - 399 მილიონი ლარი;
ხარჯები:
საპროცენტო ხარჯი დეპოზიტებზე - 1.36 მილიარდი ლარი;
ბანკის ადმინისტრაციის პერსონალის ხარჯები - 718 მილიონი ლარი;
ექსპლოატაციის, ცვეთის და ამორტიზაციის ხარჯები - 239 მილიონი ლარი;
ზარალი შესაძლო დანახარჯების მიხედვით - 245.9 მილიონი ლარი;
მთლიანი მოგება - 2.12 მილიარდი ლარი;
მოგების გადასახადი - 315 მილიონი ლარი;
წმინდა მოგება - 1.81 მილიარდი ლარი.