“ვფიქრობ, რომ ის ეროვნული ბანკის ძალიან კარგი პრეზიდენტი იყო. მას ძალიან რთულ პერიოდში მოუწია ეროვნული ბანკის პრეზიდენტობა და ბევრი სხვადასხვა კრიზისი გაიარა - როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ასევე პანდემიური კუთხით. მგონია, რომ თავი კარგად გაართვა.”- განმარტა მან.
ალექსიშვილის თქმითვე, ქვეყანა მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს და ის კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს.
“ცალსახად იმისი თქმა, რომ ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი ინსტიტუციაა, ისეთი როგორიც სტანდარტულად დასავლურ ქვეყნებში მოიაზრება, ის მაინც არ არის ასეთი და მაქსიმალურადაა ნაბიჯები გადასადგმელი, რომ ის ასეთი გახდეს. სასურველია, რომ ამ პოზიციაზე ტექნოკრატი პერსონა იყოს, რომელიც პოლიტიკური ძალების მხრიდან გავლენის ქვეშ არ მოექცევა”, - აღნიშნა ლექსო ალექსიშვილმა.