მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსეთზე აგროექსპორტის 41% მოდის" - რა არის საჭირო საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებისთვის?

646d2b8520a08
თამთა ჯიჯავაძე
24.05.23 00:05
1105
2022 წელს რუსეთის ბაზარზე ჩვენი აგროექსპორტის დაახლოებით 41% გავიდა. როგორც USAID - “ძლიერი სოფლის პროგრამის“ ხელმძღვანელის მოადგილე შალვა ფიფიამ გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, ეს მაჩვენებელი, ერთი შეხედვით შეიძლება ძალიან მაღალი არ იყოს, მაგრამ პროდუქტების მიხედვით სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ მაგალითად, მალფუჭებად პროდუქციაზე - ხილსა და ბოსტნეულზე, პროცენტული მაჩვენებელი ხშირად 90-ზე მეტია, ღვინოზე - დაახლოებით 67%. როგორც ის აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და ამისთვის სახელმწიფომაც საჭირო ნაბიჯები უნდა გადადგას.

USAID - “ძლიერი სოფლის პროგრამის“ ხელმძღვანელის მოადგილის მოსაზრებით, მთავრობის პოლიტიკა უნდა იყოს იქითკენ მიმართული, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია უცხოურ ბაზრებზე იყოს კონკურენტული.

„თუ არ გაქვს ისეთი პროდუქტი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს, რაც არის ბაზარზე მოთხოვნილი, ასევე, რომელსაც არ აქვს საერთაშორისო სერტიფიცირება სურსათის უვნებლობის კუთხით, ან პირველადი პროდუქციის შემთხვევაში საუკეთესო საწარმოო პრაქტიკების სერტიფიცირება, რომელიც აწარმოებს ეფექტურად და ეფექტიანად, ანუ მინიმალური დანახარჯებით საკმაოდ მაღალ მოსავალს - შეუძლებელია მაღალი ღირებულების ბაზარზე გასვლა, ვინაიდან მაღალი ღირებულების ბაზარი ნიშნავს მაღალი სტანდარტების ბაზარს.

სახელმწიფო ამ კუთხით ახორციელებს მთელ რიგ პროექტებს, მაგალითად ჩვენ ვთანამშრომლობთ სოფლის განვითარების სააგენტოსთან, ბრენდინგის და მარკეტინგის კუთხით, ასევე ვთანამშრომლობთ საერთაშორისო სერტიფიცირების კუთხით, თუმცა მეტია გასაკეთებელი. საბოლოო ჯამში, მიზანია, რომ იმ კომპანიების კრიტიკული მასა გვქონდეს, რომლებიც შესაბამისი სტანდარტის ჰომოგენურ და საკმარისი რაოდენობის პროდუქტს აწარმოებენ, რადგანაც ყველაფერთან ერთად მიწოდების უწყვეტობა მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია, კონსოლიდირებული ცენტრების არსებობა, რაც სოფლის მეურნეობის პროგრამისთვისაც მნიშვნელოვანი ფოკუსი იყო. მთელი რიგი სამაცივრე ინფრასტრუქტურა დავაფინანსეთ. ასეთი ნაბიჯი გადაიდგა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებშიც. ამ ყველაფერთან ერთად მნიშვნელოვანია უცხოურ ბაზართან, იქაურ მოთამაშეებთან კავშირი. ეს ბოლო ნაბიჯია. თუმცა ჯერ უნდა იყოს მზაობა იმისთვის, რომ უცხოურ ბაზრებზე განიხილონ ქართული პროდუქციის ყიდვა. საკმაოდ კომპლექსური საკითხია. საწარმოო ჯაჭვის ყველა რგოლში არის რაღაც გასაკეთებელი იმისთვის რომ საბოლოო ჯამში ჩვენი პროდუქცია მაღალი სტანდარტების ბაზრებზე იყოს მოთხოვნადი“, - აცხადებს შალვა ფიფია.

რუსეთში ღვინის ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა - დამოკიდებულება 66.6%-მდე გაიზარდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები