მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქვესადგურის მოხმარება მაქსიმალურ ნიშნულზეა“ - ენერგო-პროს განმარტება მესტიაში შუქის გათიშვაზე

ენერგოპრო - ჯორჯია

სს ენერგო-პრო ჯორჯიაშიადასტურებენ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მკვეთრად გაზრდილი მოხმარების გამო, მესტიის 2 თემში ტრანსფორმატორი გათიშულია.

კერძოდ, საუბარია ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემაზე, რაც მაინინგის გამო ელექტროენერგიის ჭარბ მოხმარებას უკავშირდება.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ეს არ არის ავარიული გამორთვა და ის გაზრდილმა ტვირთებმა გამოიწვია. სსენერგო-პრო ჯორჯიაში“ BM.GE-სთან განმარტეს, რომ ქვესადგურის მოხმარება მაქსიმალურ ნიშნულზეა და მოწყობილობა ითიშება, რადგან ტექნიკურად მეტს ვერ უძლებს.

საუბარია ჭუბერზე, ამ ტრანსფორმატორიდან რომელი ფიდელიც იკვებება, აბონენტების იმ ნაწილს აქვს შეზღუდვა [ელექტროენერგიის მიწოდებაზე].

ჩვენ არ გვაქვს ავარიული გამორთვა. გაზრდილი ტვირთების გამო ითიშება, ანუ ქვესადგურის მოხმარება მაქსიმალურ ნიშნულზეა და მოწყობილობა ტექნიკურად მეტს ვერ უძლებს“,- განმარტავენ სს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.

ცნობისთვის, მაინინგის გამო ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარების პრობლემა სვანეთში წლებია არსებობს. 2021 წელს მოსახლეობის ნაწილმა ხატზე დაიფიცა, რომ მაინერებს გათიშავდნენ, თუმცა გამოწვევა კვლავ სახეზეა.

მესტიაში ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარების პრობლემაზე თავად "ენერგო-პროშიც" არაერთხელ მიუთითეს. გასულ წელს კომპანიაში ამბობდნენ, რომ სწორედ ამ მიზეზით, ბოლო წლების განმავლობაში 50 მილიონ ლარზე მეტი ზარალი მიადგათ და ამასთან, აღნიშნავდნენ, რომ ჭარბი მოხმარების ფონზე ზიანდება ელექტრო გადამცემი ხაზები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები