„BEKO საქართველოს“ გენდირექტორის შეფასებით, საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კავშირები მზარდია. ბიზნესმენი ამ ურთიერთობების განვითარების პერსპექტივას პოზიტიურად უყურებს და აცხადებს, რომ ქვეყნების გეგმა ვაჭრობის $5 მლრდ-მდე ზრდაა. ამის შესახებ მან BM.GE-ის საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმზე დასწრებისას განუცხადა, რომელიც სავაჭრო-სამრეწველო ბიზნეს პალატის ორგანიზებით დღეს იმართება.
„საქართველო თურქეთს შორის კავშირები ბოლო წლებში ძალიან გაღრმავდა და 2 ქვეყანას ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს. 2024 წლის მონაცემებით, ქვეყნების სავაჭრო ბრუნვამ 3 მლრდ დოლარს გადააჭარბა. ორ ქვეყნის გეგმაა ეს ურთიერთობები $5 მლრდ-მდე გაზარდოს. ვფიქრობ, ბოლო პერიოდში საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობები არამხოლოდ ეკონომიკურად, არამედ ყველა მიმართულებით წინ წავიდა“, - აცხადებს მეჰმედ მელექი.
ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) დანერგვის გამო სატრანსპორტო კომპანიებს გარკვეული შეფერხებები აქვს. ის იმედოვნებს, რომ დღევანდელ ბიზნეს ფორუმზე მხარეები ამ საკითხსაც განიხილავენ და გადაწყვეტის გზებს მოძებნიან.




























