მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გამოწვევებია აგროტურიზმში? - პარლამენტი აგროტურიზმის კანონპროექტზე მუშაობს

5f28224343a42
ვიქტორია მღებრიშვილი
04.08.20 11:33
1639
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, კომიტეტი აგროტურიზმის შესახებ კანონპროექტზე მუშაობს, რომლის ჩარჩო დოკუმენტი საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ პარლამენტს 2020 წლის დასაწყისში განსახილველად გადაუგზავნა.

როგორც 18 თებერვალს პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძე აცხადებდა, 2020 წელს პარლამენტი „აგროტურიზმის მარეგულირებელ კანონმდებლობაზე იმუშავებს, რომელიც სოფლის მეურნეობას და ტურიზმს დააკავშირებს ერთმანეთთან, რითაც მეტი სინერგია იქნება ფერმერებს და ტურიზმის ინდუსტრიას შორის“.

რა გამოწვევები და საჭიროებები აქვთ აგროტურიზმის წარმომადგენლებს და რა სჭირდებათ ფერმერებს, იმისთვის, რომ „ტურიზმის ინდუსტრიასთან მეტი სინერგია იყოს“, ამ და სხვა კითხვებით BM.GE კანონპროექტის განხილვის ერთ-ერთ მონაწილეს, აგროტურისტული ობიექტის Lost Ridge Inn, Brewery & Ranch-ის დამფუძნებელს ია თაბაგარს ესაუბრა.

როგორც სექტორის წარმომადგენელი განმარტავს, აგროტურიზმში გამოწვევები მიწის გამოყენებისა და საკუთრებაში ქონის პრობლემებით იწყება და ძალიან მრავალფეროვანია.

„ხშირად მიწები, რომლებიც საძოვრებად გამოიყენება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები, სოფლის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს მათი საძოვრებია, სახელმწიფო ამბობს, რომ ეს მათი მიწაა... ბევრი რამ არის გაუკვეველი. აქ არის კიდევ დაცული ტერიტორიები თავისი სტატუსებით, სადაც ძოვება შეიძლება, აკრძალულია ტორფის გატანა და სხვადასხვა სტატუსები, რაც დაბრკოლებას უქმნის სექტორის წარმომადგენლებს.

შემდეგი არის ის, რომ ქვეყანაში უწყლობაა. ძირითადად ეს ქართლს და კახეთს ეხება, რომელიც დედაქალაქთან ძალიან ახლოსაა. გასულ წელს აგროტურისტულ ობიექტებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყო, თუმცა როგორც არსებული ასევე დამწყები აგროტურისტული ობიექტები ყველა ზარალშია იმ კუთხით, რომ უწყლობის გამო ძალიან გაწვალებულები არიან. ეს სექტორი ვერ განვითარდება, სანამ ქვეყანაში არ მოგვარდება წყლის პრობლემა“, - აცხადებს აგროტურიზმის სექტორის წარმომადგენელი.

ია თაბაგარი მიიჩნევს, რომ ინფრასტრუქტურულ ნაწილშიც ქვეყანაში არის გარკვეული გამოწვევები. ასევე ის ამბობს, რომ ეკოტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია თუ გამოეყენებული იქნება მზის ენერგია, როგორც ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყარო.

„ეკოტურიზმის მიმართულებით ორგანული პროდუქტების წარმოებისას მნიშვნელოვანია, რომ პროცესში გამოყენებული იყოს მზის ენერგია, იმისთვის, რომ პროდუქტი იყოს ორგანულად სუფთა და ჯანსაღი“, - აღნიშნა ია თაბაგარმა.

მისი თქმით, კანონპროექტის განხილვისას მის მიერ წარდგენილი პრობლემების შემდეგ მოდიოდა კვალიფიციური მუშახელის კადრების, ფინანსებზე წვდომის, კრედიტებისა თუ გრანტების გაცემის პრობლემები, ასევე შეხვედრაზე საუბარი შეეხო ვიზიტების რაოდენობას, მარკეტინგსა და ფინანსურ აღრიცხვას.

„საუბარი შეეხო იმასაც, რომ ადგილობრივ მოსახლეობას, სადაც არ იყო ინფორმაცია მცირე ბიზნესის განვითარების შესახებ, მათ ნაკლები ინფორმაცია აქვთ, რომ უნდა დარეგისტრირდნენ როგორც ბიზნეს სუბიექტები. ანუ ინფორმირებულების ნაკლებობა ერთ-ერთ პრობლემად დასახელდა“, - ამბობს აგროტურისტული სექტორის წარმომადგენელი.

მისი თქმით, აგროტურიზმის დარგისთვის კანონპროექტის შექმნა რთული იქნება, თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანია სექტორის გრძელვადიანი განვითარებისთვის.

„თუ სოფლის მეურნეობა უამრავ თანხებს ხარჯას სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, მიწები ეკუთვნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ძალიან ხშირად იქმნება გაუგებრობა. ამ დროს მელიორაცია, გზების და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ეკუთვნის ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ვერავინ ხედავს გარკვეულ სტრატეგიას აგროტურიზმი იქნება ეს თუ ეკოტურიზმი, რომელიც მოიცავდა უწყებებს შორის კოორდინირებას“, - აღნიშნავს ია თაბაგარი.

ის ამბობს, რომ აგროტურიზმის შესახებ კანონპროექტის განხილვამ სხვა მომიჯნავე სექტორების წარმომადგენლების უკმაყოფილებაც გამოიწვია, რადგან ეს მხოლოდ აგროტურიზმს ეხება და არა იგივე კულტურულ ტურიზმს.

მისივე თქმით, უამრავი კანონპროექტია, რომელიც სხვადასხვა სექტორს ვერ არეგულირებს, მაგრამ იმისთვის, რომ პროცესი დაიძრას, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

„მაგალითისთვის კანონმა აკრძალა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ტანამედროვე ფილებით მოპირკეთება? - ვერ აკრძალა, მაგრამ გრძელვადიანი გეგმებისთვის, იმისთვის, რომ შეიქმნას რეგულირება და რიგი პროცესებისა იყოს გარკვეული, აუციელებელია ამის შექმნა.

ამისთვის სახელმწიფომ უნდა ჩამოაყალიბოს სექტორის განვითარების სწორი ხედვა, უნდა შექმნას სწორი სტრატეგია და მესამე აუცილებლად უნდა განახორციელოს ეს სტრატეგია. ამასთან სტრატეგიისა და კანონის არსებობა ერთმანეთთან მჭირდო კავშირშია, რაც არ უნდა სტრატეგიები ვწეროთ თუ არსებული კანონი არ შესრულდა, ამას აზრი არ ექნება“, - განმარტავს ია თაბაგარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები