გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის ნავსადგურების დაკავშირებადობის ინდექსის (Liner Shipping Connectivity Index - LSCI) სათავეში ჩინეთია, რომელსაც კორეის რესპუბლიკა და სინგაპური მოსდევს.
ინდექსი მოიცავს 180-ზე მეტ ქვეყანას და აჩვენებს ქვეყნის ინტეგრაციის დონე საზღვაო გადაზიდვების გლობალურ ქსელთან. ინდექსი კვარტალურად ახლდება. 2024 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, საქართველო 119-ე ადგილზეა.
რაც შეეხება შავი ზღვის აუზის ქვეყნების პოზიციებს რეიტინგში, შედეგები ასეთია:
- თურქეთი - მე-18 ადგილი
- რუსეთი - 32-ე ადგილი
- რუმინეთი - 81-ე ადგილი
- ბულგარეთი - 108-ე ადგილი
- უკრაინა - 158-ე ადგილი (ომის დაწყებამდე 62-ე ადგილი)
LSCI ინდექსი გამოითვლება თითეული ქვეყნისთვის შემდეგ ექვს კომპონენტზე დაყრდნობით:
ა) კვირაში რეგულარულად შემომავალი გემების რაოდენობა;
ბ) წლიური ტევადობა (იზომება TEU-ში);
გ) რეგულარული სერვისების რაოდენობა ქვეყნიდან/ქვეყანაში;
დ) საზღვაო ხაზების რაოდენობა, რომლებიც ახორციელებენ ქვეყნიდან/ქვეყანაში გადაზიდვებს;
ე) გემის მაქსიმალური ზომა
ვ) სხვა ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული ამ ქვეყანასთან საზღვაო სერვისების მეშვეობით
აღსანიშნავია, რომ საქართველოს 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიაში საზღვაო დარგის განვითარების ამოცანის ერთ-ერთი ინდიკატორი სწორედ აღნიშნულ რეიტინგი პოზიციის გაუმჯობესებას უკავშირდება. კერძოდ, მიზანია 2022 წელს – 146–ე ადგილიდან 2024 წელს – 125–ე ადგილზე, ხოლო 2030 წლისთვის – 96 ადგილზე გადანაცვლება.