მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ქონება გადასცა სახელმწიფომ, პირდაპირი მიყიდვის წესით "კომერციულ ჯგუფს"? - განკარგულება

მარიკა ვერულაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, აუქციონის გარეშე, პირდაპირი მიყიდვის წესით, "კომერციულ ჯგუფს" უძრავ ქონებას გადასცემს.

ირაკლი კობახიძის 23 აპრილს ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, კომპანიას 200 000 ლარად გადაეცემა ინგოროყვას ქუჩაზე, მე-2 სართულზე არსებული 124.33 კვ/მ ფართი, (ტერასა) და მასზე, წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. განკარგულებაში მიწის მოცულობა მითითებული არ არის, თუმცა საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, საუბარია 140.00 კვ.მ. ფართობზე, რომელიც ამ დრომდე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზე იყო.

განკარგულების მიღმაა, I სართული (ტრიბუნა): 133.38კვ.მ ფართი, რომელიც უცნობია, ისევ სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება, თუ ქონება სხვა მფლობელზე გადანაწილდება. bm.ge საკითხის გარკვევას მთავრობის ადმინისტრაციასა და ეკონომიკის სამინისტროში შეეცდება.

რაც შეეხება კომპანიას "კომერციულ ჯგუფი", ის 2016 წელს დარეგისტრირდა და ორი მესაკუთრე ჰყავს 50%-ს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი მარიკა ვერულაშვილი ფლობს, 50%-ს კი - გოჩა ძნელაძე.

შეგახსენებთ, გასული წლის აგვისტოში ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა “ქართუ ფონდმა” თამარაშვილის ქუჩაზე არსებული 80,145 მ²-ის უძრავი ქონება ჯერ ვერულაშვილის “ნეო სითი დეველოპმენტს" მიჰყიდა, ხოლო შემდეგ გაყიდვის გარიგება შეაბრუნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები