მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ზომისაა საქართველოს სავალუტო ბაზარი და რამდენი მილიარდი დოლარით და ევროთი ვაჭრობენ ბანკები?

ევრო დოლარი

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზრის მოცულობას აღრიცხავს მხოლოდ ევროსა და დოლარში და შესაბამისად, მხოლოდ ამ ორი ვალუტის ყოველწლიური ბრუნვა წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. სებ-ის სტატისტიკის თანახმად, ბოლო რვა წლის განმავლობაში აშშ დოლარში სავალუტო ბაზრის ზომა 4.5-ჯერ გაიზარდა და მან 2023 წელს 64.2 მილიარდ დოლარს მიაღწია (ბანკების მიერ დოლარის ყიდვა).

რაც შეეხება ევროს სავალუტო ბაზრის მოცულობას, ის ბოლო რვა წლის განმავლობაში 6.3-ჯერ გაიზარდა და 2023 წელს ბანკების მიერ შესყიდული ევროს მოცულობამ 34.2 მილიარდი ევრო შეადგინა.

2024 წლის ცხრა თვეში კი საქართველოს სავალუტო ბაზრის მოცულობამ აშშ დოლარში მცირედით იკლო და მისმა ზომამ (ბანკების მიერ დოლარის ყიდვამ) 47.76 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47 მილიონი დოლარით ნაკლებია.

ევროში კი სავალუტო ბაზრის ზომა 2023 წელთან შედარებით უფრო მეტად შემცირდა და 2024 წლის 9 თვეში 21.26 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 17%-ით, ანუ 4.45 მილიარდი ევროთი არის შემცირებული.

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკაში წარმოდგენილია ბანკების მიერ დოლარის როგორც ყიდვები, ასევე გაყიდვები. ბანკის მხრიდან დოლარის გაყიდვა ნიშნავს ბანკის მომხმარებლის მიერ დოლარის ყიდვას. როგორც წესი, გაყიდვები ყიდვას დაახლოებით 1%-ით აჭარბებს. მაგალითად, 2024 წლის 9 თვეში ბანკებმა შეიძინეს 47.16 მილიარდი დოლარი და გაყიდეს 47.76 მილიარდი დოლარი, შესაბამისად, ამ მხრივ, გაყიდვები შესყიდვების ზომას 599 მილიონი დოლარით აჭარბებდა.

რაც შეეხება ევროს სავალუტო ბაზრის მოცულობას, 2024 წლის 9 თვეში ბანკებმა შეიძინეს 20.67 მილიარდი ევრო და გაყიდეს 21.26 მილიარდი ევრო, შესაბამისად, გაყიდვები შესყიდვების მოცულობას 591 მილიონი ევროთი აჭარბებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები