მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ არის EMAAR-ის $6-მილიარდიანი ინვესტიცია "საუკუნის ტყუილი"? - ეკონომისტის მოსაზრება

აკაკი ცომაია

“დიდი სიამოვნებით ჩავხედავდი თვალებში იმ ინვესტორს, რომელსაც $38 მილიარდის აქტივები აქვს და გადაწყვიტა, $6 მილიარდი დააბანდოს საქართველოში“ - ასე ეხმაურება ეკონომისტი აკაკი ცომაია BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „ქართული ოცნების“ მთავრობასა და EMAAR ჯგუფს შორის გაფორმებულ მემორანდუმს, რომლის თანახმად, EMAAR-ი საქართველოს უძრავ ქონებაში 6 მლრდ დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

ყველაფერი, რაც საქართველოში EMAAR-ის $6-მილიარდიან საინვესტიციო გეგმაზე ვიცით

- საუკუნის ტყუილი შეიძლება ვუწოდო $6-მილიარდიან ინვესტიციას, რომელიც თურმე საქართველოში ჩაიდება...

- რატომ?

- დიდი სიამოვნებით ჩავხედავდი თვალებში იმ ინვესტორს, რომელსაც $38 მილიარდის აქტივები აქვს და გადაწყვიტა, $6 მილიარდი დააბანდოს საქართველოში, თან უძრავი ქონების ბიზნესში თბილისსა და გონიოში. წარმოიდგინეთ, რამდენი აპარტამენტი უნდა ააშენოს, გაყიდოს და გააქირაოს?! ვისაც საქართველოში აქვს უძრავი ქონების ბიზნესი, ისინიც რომ გააჩეროს, მაინც რამდენი უნდა გააკეთოს... ეს ხომ სიგიჟეა?! ასევე, წარმოიდგინეთ, 38 მილიარდის აქტივების მფლობელმა 6 მილიარდის კაპიტალი უნდა წამოიღოს და ჩადოს რეგიონში, სადაც ადგილობრივი ინვესტორებიც ვერ ახორციელებენ ინვესტიციებს ძალიან მაღალი გაურკვევლობის ფაქტორის გამო...

- მაშინ რა იყო მიზანი? მაგალითად, კაპიტალის ბაზრის სპეციალისტ მარინა გულედანის აზრით, შესაძლოა, შიდა მოხმარების გზავნილია და მიზანი ლარის მიმართ ნდობის გაზრდაა...

- ლარის კურსი ხომ არაა ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ირაკლი კობახიძის განცხადებებს ისმენს. ლარის კურსის უკან დგანან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ყიდულობენ ან ყიდიან დოლარს. ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ თუ ვინმეს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში შემოიტანენ დოლარის ძალიან დიდ რაოდენობას და მე უნდა ვიყო წყნარად, რადგან ლარის გაუფასურება არ იქნება მოსალოდნელი, სრულიად აბსურდია და მიუღწეველი ამოცანაა. ეს ადამიანები აცნობიერებენ რეალობას...

- მათ შორის „ოცნების“ მხარდამჭერი ბიზნესმენებიც?

- რა თქმა უნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები