მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რეფერენტული ფასების შემოღება ფარმაპროდუქტის რეალიზატორების უფლებებს შეზღუდავს“ - დაუშვილი

6385ea4bbe82c
ვიქტორია მღებრიშვილი
29.11.22 15:26
619
პარლამენტის წევრ მიხეილ დაუშვილის შეფასებით, მედიკამენტების რეფერენტულ ფასებთან დაკავშირებული ცვლილებების მიღება ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორების უფლებების შეზღუდვას გამოიწვევს. ამის შესახებ მან პლენარულ სხდომაზე ახალ საკანონმდებლო პაკეტზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც ახალი ადმინისტრაციული ჯარიმების შემოღება და ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოსთვის უფლებამოსილებების გაზრდა ხდება.

დეპუტატის თქმით, წამლის ფასები და მის დაწევაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია, თუმცა ამ რეფორმასაც სიფრთხილით მიდგომა სჭირდება. მიხეილ დაუშვილი დარღვევების შემთხვევაში სასამართლოს გვერდის ავლით ჯარიმების დაწესებისა და აღსრულების მექანიზმის მოქმედების გონივრულობაზე კითხვას სხვამს.

„ამ პაკეტით ასევე გათვალისწინებულია ჯანდაცვის სამინისტროს უფლებამოსილებების მნიშვნელოვნად ზრდა. კერძოდ, ფარმაცევტულ პროდუქტზე თუ დადგენილი რეფერენტული ფასების წესები დაირღვევა, რეგულირების სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დაუყოვნებლივ აღსრულდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალი საკმაოდ სოლიდური ადმინისტრაციული ჯარიმები შემოდის და ამ ჯარიმების, ფაქტობრივად, პირდაპირ აღსრულება ხდება, სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე. ამ ცვლილებას თუ ასეთი ფორმით მივიღებთ, ეს გამოიწვევს ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორების უფლებების შეზღუდვას რიგი მიმართულებით. საუბარია, სამართლიანი სასამართლოს მიმართვაზე, თავისუფალ მეწარმეობაზე, საკუთრების უფლებასა და ასევე ჩარევის პროპორციულობაზე.

მარტივი კითხვა ისმევა - რამდენად გონივრულია და პროპორციული ზომაა, რომ რეფერენტული ფასების წესის დარღვევის შემთხვევაში საკმაოდ სოლიდური ჯარიმების დაკისრება და დაუყოვნებლივ აღსრულება მოხდეს სასამართლოში საკითხის განხილვის შესაძლებლობის გარეშე? რეგულირების სააგენტო უფლებამოსილი იქნება მოსამართლის გადაწყვეტილების გარეშე დააჯარიმოს კომპანია, თავის შეხედულებისამებრ შევიდეს საწარმოში, გამოითხოვოს ნებისმიერ დოკუმენტი და უამრავი მანიპულაცია განახორციელოს. ყოველივე ამით მნიშვნელოვნად შეიზღუდება მეწარმეების და კომპანიების უფლებები. რაც საბოლოო ჯამში გადაითარგმნება საინვესტიციო კლიმატის გაუარესებაში და ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაში“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

PSP Pharma-ს ორი შეკითხვა წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის კანონში ცვლილებებზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები