მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რეფორმირებული „საპარტნიორო ფონდი“ სხვა პროგრამებთან კვეთაში არ იქნება - ფინანსთა მინისტრი

613f3bffade56
ვიქტორია მღებრიშვილი
13.09.21 16:17
622
BM.GE-ის ამ კითხვაზე, რატომ გახდა საჭირო რეფორმირების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტიდან „საპარტნიორო ფონდის“ დაფინანსება, მაშინ როდესაც ქვეყანაში კერძო სექტორის ხელშეწყობის არაერთი პროგრამა მოქმედებს, პასუხად ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რომ ის სხვა პროგრამებთან კვეთაში არ იქნება.

„საბოლოო შედეგით, როდესაც „საპარტნიორო ფონდი“ რეფორმირებული სახით იქნება წარმოდგენილი, ის არ იქნება სხვა პროგრამებთან კვეთაში, ანუ არ იქნება ერთი და იგივე მიმართულებების ორი სხვადსხვა არხის გადაფარვა. შესაბამისად, ეს იმ ფორმით იქნება, რომ ეკონომიკის სტიმულირების ის ნაწილი, რომელიც სხვა პროგრამებით გათვალისწინებული არ არის, მხოლოდ ამ მიმართულებას შეეხება“, - განმარტა მინისტრმა.

ცნობისთვის, 2022 წლიდან „საპარტნიორო ფონდი“, შესაძლოა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდეს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ დამტკიცებულ საშემოდგომო სესიის საორიენტაციო გეგმაში გაწერილ ერთ-ერთ საკითხშია აღნიშნული, რომელიც „სააქციო საზოგადოება - საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას შეეხება.

ამავე საკითხზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ „როდესაც ესა თუ ის ბერკეტი სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკას ემსახურება, ის ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდეს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები