"ოცნების" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იტალიელი კოლეგის მიწვევით, ვერონაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ის ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენა Vinitaly-ის ფარგლებში იტალიელ კოლეგას შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით ,მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და იტალიას შორის ექსპერტული დიალოგის რეგულარული ფორმატები შეიქმნება, რაც გულისხმობს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის თემატური სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებას.
გთავაზობთ ინფორმაციას საქართველო-იტალიის ეკონომიკური კავშირების შესახებ, საიდანაც საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობები მაღალია.
ფულადი გზავნილები
იტალია ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც საქართველოდან შრომითი მიგრაცია აქტიურია. შესაბამისად, იტალიიდან საქართველოში მოცულობითი ფულადი გზავნილები შემოდის. იტალია, აშშ-ის შემდეგ, მეორე ადგილზეა გზავნილების სტატისტიკაში და მაჩვენებელი მზარდია. გასულ წელს 621.4 მლნ დოლარის გზავნილები მივიღეთ, რაც მთლიანი გზავნილები 17.03% იყო და აჭარბებდა 2024 წლის 567 მლნ დოლარს. მიმდინარე წლის 2 თვეში კი იტალიიდან 106 მლნ დოლარი გადმოირიცხა.
ვაჭრობა
საქართველო-იტალიის სავაჭრო ბრუნვა 2025 წელს რეკორდული იყო და წლიურად 17%-იანი ზრდის შედეგად 549 მილიონ დოლარს გადააჭარბა. მაჩვენებელი 2021 წლიდან მოყოლებული მზარდია. ექსპორტ-იმპორტის ჯამმა 2026 წლის იანვარ-თებერვალში კი 73.9 მლნ დოლარი შეადგინა.
იტალიიდან იმპორტი ექსპორტს მნიშვნელოვნად აჭარბებს. გასულ წელს იმპორტი 444 მლნ დოლარზე მეტი იყო (წლიური ზრდა 7%), ექსპორტი კი 105 მლნ დოლარი (წლიური ზრდა 95%).
TOP-5 საიმპორტო საქონელი შემდეგია:
- მსუბუქი ავტომობილები - $32.7 მლნ;
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $15 მლნ;
- სატვირთო ავტომობილები - $13.8 მლნ;
- ცენტრალური გათბობის ქვაბები - $11.6 მლნ;
- საშუალებები თმებისთვის - $10.4 მლნ.
TOP-5 საექსპორტო პროდუქტი:
- თხილი და სხვა კაკალი - $36.9 მლნ;
- ფეროშენადნობები - $35.8 მლნ;
- მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - $14.7 მლნ;
- სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - $5.6 მლნ;
- ავეჯი სხვა და მისი ნაწილები - $2.2 მლნ.
ტურიზმი
2025 წელს იტალიიდან საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები რეკორდული 27 735 იყო, რაც აღემატებოდა 2024 წლის 19 895-ზე. მაჩვენებელი 2022 წლიდან მზარდია.

ინვესტიციები
იტალიიდან საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის, 57.5 მლნ დოლარის FDI 2006 წელს შემოვიდა. 2025 წელს საქართველოში 2.1 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც მცირედით ჩამორჩებოდა 2024 წლის 2.2 მლნ დოლარს.




























