მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები კლინიკასთან აქციას მართავენ

რესპუბლიკური აქცია

რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალმა რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. ქალაქის ყველაზე დიდი საავადმყოფოს თანამშრომლები პროტესტის ამ ფორმით კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ხელისუფლებას, გადაიფიქროს რესპუბლიკურის შენობის დემონტაჟი.

მედიკოსებს სხვა საკითხებთან ერთად აინტერესებთ, როგორ დაინგრევა განსაკუთრებული წესით აშენებული შენობა.

კარდიოლოგიური სამსახურის უფროსის, ნინო ოთარაშვილის განცხადებით, ვიდრე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არ შეჩერდება „შანტაჟისა და მუქარის ენით საუბარი და ნაჩქარევად მიღებული რეორგანიზაციის პროექტი, აქციის მონაწილეები მინისტრთან შეხვედრას არ აპირებენ“.

აქციაზე ასევე განაცხადეს, რომ მინისტრმა დაარღვია აქამდე მიცემული ყველა პირობა, შესაბამისად, მედპერსონალს აღარ აქვს უწყების მიმართ ნდობა.

ინფორმაციისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირითადი სამკურნალო კორპუსის ნაცვლად, ახალი სამედიცინო ცენტრი აშენდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შენობის დემონტაჟის გამო მთავრობა კომპენსაციებსა და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე შეთავაზებიდან მათთვის სასურველი აირჩიო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები