მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეზერვების ოქროთი დივერსიფიცირება სავსებით ლოგიკურია - ოთარ ნადარაია

ოთარ ნადარაია

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 500 მილიონ დოლარად 7 ტონა ოქრო შეძენის გადაწყვეტილებას "თიბისი ჯგუფის" მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია ლოგიკურად მიიჩნევს. როგორ მან საკითხის კომენტირებისას bm.ge-სთან განაცხადა, რეზერვების დივერსიფიცირება მართებული ნაბიჯია.

"ბოლო პერიოდში ცენტრალური ბანკების საერთო ტენდენციაა, რომ ყიდულობენ ოქროს. იმ ფონზე, როცა ძირითად სარეზერვო ვალუტებზე, მაგალითად აშშ დოლარზე არის რისკი, რომ შეიძლება ის მნიშვნელოვნად გაუფასურდეს, ვფიქრობ ოქროთი რეზერვების შევსება სავსებით ლოგიკურია.

ოქრო ყოველთვის ლიკვიდურია, უბრალოდ გააჩნია რა იქნება ოქროს ფასი. მთლიანად ოქროთი რომ იყოს რეზერვები არასწორია, მაგრამ რაღაც წილის დივერსიფიცირება ცხადია, მართებული ნაბიჯია.

გეოპოლიტიკური დაძაბულობის დროს ოქროს ფასი იმატებს და ამ დაძაბულობის გადავლის შემდეგ, ალბათ მოხდება ფასის კლება. ამდენად, რეზერვების დივერსიფიცირება ვთვლი, რომ რაციონალურია" - განაცხადა ნადარაიამ bm.ge-სთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები