მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როდესაც [კობახიძე] ამბობს, რომ საწარმოებში ჩაბრუნდება ₾700 მლნ, ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად ოპტიმიზაცია არ ხდება - ფინანსისტი

ვასილ რევიშვილი

ფინანსისტი ვასილ რევიშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ სახელმწიფო საწარმოებში დაანონსებული ოპტიმიზაცია რეალურად არ ხორციელდება.

რევიშვილმა BMG-სთან ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა, რომლის თანახმადაც, ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი 700 მლნ ლარი ისევ სახელმწიფო საწარმოებში ჩაბრუნდება.

მისი თქმითვე, მნიშვნელოვანია დეტალური ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი, თუ რეალურად როგორ გადანაწილდება ეს თანხები სახელმწიფო უწყებებში.

„[ირაკლი კობახიძის] მიერ გაკეთებული დღევანდელი კომენტარი საინტერესოა. მან თქვა, რომ დაზოგილი თანხები ისევ სახელმწიფო საწარმოებში დაბრუნდება. ანუ, ხელფასებზე და ტენდერებზე თანხები დაიზოგა, თუმცა ისევ ამ მიმართულებით ჩაბრუნდებაო. დღევანდელი კომენტარიდან გამომდინარე, არაფერი არ იცვლება და არაფერიც არ იზოგება. შეიძლება მოხდეს რაღაც თანამდებობების ცვლა და თანხების ერთი პროექტიდან მეორეზე გადატანა. შესაბამისად, დღევანდელმა კომენტარმა დაადასტურა, რომ ის პირველი, [განცხადება] გრძელი ტექსტი ოპტიმიზაციის შესახებ მარტივად რომ ვთქვათ, არ იყო მართალი.

ზოგადად, ოპტიმიზაცია და დადებითი რეფორმა ყოველთვის კარგია, თუმცა ამას ყოველ შემთხვევაში, ამ ორი განცხადების შეჯერებით, დღესდღეობით ვერ ვხედავ. როდესაც {კობახიძე} ამბობს, რომ ისევ სახელმწიფო საწარმოებში ჩაბრუნდება ეს დაზოგილი 700 მილიონი ლარი, ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად არანაირი ოპტიმიზაცია არ ხდება. დღესდღეობით არ ვიცით, როგორ გადანაწილდება ეს თანხები და თუკი ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია, უფრო მეტად გვეცოდინება, რეალურად რა ხდება“, - განაცხადა ვასილ რევიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები