PMC კვლევითი ცენტრის ეკონომიკური კლიმატის II კვარტალის გამოცემაში გამოკითხული ეკონომისტები დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებებს აფასებენ.
ცვლილებებს შორის, მთავრობის გაზრდილი როლი საბჭოს დაკომპლექტებაში ყველაზე ნეგატიურად, ხოლო სხვა აქტივებში ინვესტირების ლიმიტის ზრდა - ყველაზე პოზიტიურად შეფასდა. ცვლილებების მიხედვით ეკონომისტების შეფასებები შემდეგნაირად გამოიყურება:
ცნობისთვის: 2024 წლის მაისში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს პარლამენტში დააინიციირა ცვლილებები საპენსიო სააგენტოში. 27 ივნისს კი პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 75 ხმით მიიღო „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები.
საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტს 16 კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი წარედგინა, რომელიც საპენსიო სააგენტოს მმართველობის სისტემას მნიშვნელოვნად ცვლის. აწ უკვე, კანონის თანახმად, მნიშვნელოვნად გაფართოვდა ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილებები და მას მნიშვნელოვანი გადაცდომების შემთხვევაში საპენსიო ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრების გადაყენების უფლებამოსილება აქვს. ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციების გაფართოებასთან ერთად იცვლება თავად საპენსიო სააგენტოს მართვის სტრუქტურა.
საბოლოო რედაქციის მიხედვით, კანონი სრულად 2025 წლის პირველი იანვრის ნაცვლად, მომავალი წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება.