მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთთან ფრენების აღდგენა, კანდიდატის სტატუსის მოპოვების პროცესს ხელს შეუშლის - ვანო ჩხიკვაძე

6474d2671297f
ალა ისპირიანი
29.05.23 20:10
884
რუსეთთან ფრენების აღდგენა, კანდიდატის სტატუსის მოპოვების პროცესს ხელს შეუშლის, - ამის შეახებ ,,ღია საზოგადოების ფონდის" ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელმა ვანო ჩხიკვაძემ "TV პირველის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ბრიუსელში ვიზიტისას აღინიშნა, რომ თბილისიდან კარგი სიახლე თითქმის აღარ მოდის.

"ეს არ არის თანხვედრაში ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან და ეს ის პოლიტიკაა, რომლისკენაც უნდა ისწრაფოდეს ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც აქვს სურვილი ევროკავშირის წევრი გახდეს. ეს არ აღიქმება მიზეზად, რის გამოც შეიძლება ქვეყანას ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ, კანდიდატის სტატუსის მოპოვების პროცესს ეს ხელს არ უწყობს, პირიქით ხელს უშლის.

ყველაზე დიდი გამოწვევა ის არის, რომ და ბრიუსელში ვიზიტისას აღინიშნა, რომ თბილისიდან თითქმის აღარ მოდის კარგი სიახლე და მოდის ისეთი ცუდი სიახლეები როგორიცაა ფრენების აღდგენა", - განაცხადა მან. 

შეგახსენებთ: რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად, ვიცე-პრემიერს/ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდა. ლევან დავითაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნების მიერ დაწესებულ აკრძალვებთან წინააღმდეგობაშია. ამასთან, პაველ ჰერჩინსკის განმარტებით, საქართველოს მიერ რუსეთთან ფრენების აღდგენა უარყოფით გავლენას მოახდენს ქვეყნის ევროპულ ასპირაციაზეც.

ლევან დავითაშვილმა კი განაცხადა, რომ შეხვედრაზე პარტნიორების მხრიდან საქართველოსთვის სანქციებზე საუბარი არ ყოფილა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები