რუსთაველი გადაიკეტა. ხალხის რაოდენობა მატულობს როგორც პარლამენტის წინ, ასევე "ქართული ოცნების" ოფისთან, სადაც საპროტესტო აქციები ორი საათის წინ დაიწყო. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ბათუმსა და ქუთაისშიც.
მოქალაქეებმა შეკრება მას შემდეგ დაიწყეს, რაც 18:00-საათიან ბრიფინგზე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლამდე აჩერებს.
პარალელურად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს. მათ მოუწოდეს ევროკავშირს, არ გაითვალისწინოს თვითგამოცხადებული მთავრობის განცხადება გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნის შეჩერების შესახებ.