მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსულ კანონზე" ვენეციის კომისიის მოსაზრება მომავალ კვირას გამოქვეყნდება

დდ

"რუსულ კანონზე" ვენეციის კომისიის მოსაზრება მომავალ კვირას გამოქვეყნდება. ამის შესახებ ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტი, თეოდოროს რუსოპულოსი წერს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მოუწოდა ქართველ კანონმდებლებს, სრულად გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

PACE-ის პრეზიდენტმა ვენეციის კომისიას 16 აპრილს მიმართა, რომ დაუყოვნებლივი წესით შეფასდეს "ქართული ოცნების" მხრიდან ინიცირებული "რუსული კანონი".

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ ვენეციის კომისიას უნდა "რუსულ კანონზე" დასკვნის წარმოდგენა, 28 მაისამდე აქვს ვადა რომ წარმოადგინოს, რადგან მისი თქმით, მერე დაგვიანებული იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები