მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკონკურსო კომისიამ საქართველოს ეროვნული ბანკისა და  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  2024-2025 წლების ანგარიშგების გარე აუდიტორები შეარჩია

საფინანსო

საკონკურსო კომისიამ საქართველოს ეროვნული ბანკის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2024-2025 წლების ანგარიშგების გარე აუდიტორები შეარჩია.

კომისიამ, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე ხელმძღვანელობს, კონკურსში მონაწილე აუდიტორული ფირმების მიერ წარმოდგენილი ფინანსური წინადადებები გახსნა და არჩევანი საუკეთესო პირობების გამო, ეროვნული ბანკის შემთხვევაში, Kpmg Georgia-ზე შეაჩერა, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორად Price waterhouse Coopers შეარჩია.

ეროვნული ბანკის გარე აუდიტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას დიდი ოთხეულიდან ორი აუდიტორული კომპანია იღებდა: EY Georgia და Kpmg Georgia. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გარე აუდიტორის შესარჩევ კონკურსში მხოლოდ ერთი კომპანია Price waterhouse Coopers მონაწილეობდა. კომისია აუდიტორულ კომპანიებს ასარჩევად პარლამენტს წარუდგენს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, პარლამენტის მიმდინარე წლის 3 აპრილის დადგენილებით, პასუხისმგებელია, საქართველოს ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიების შერჩევის პროცესზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები