მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა ტენდენციურია - პრეზიდენტის წარმომადგენელი

საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტის წარმომადგენელი მაია კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ტენდენციურად მიიჩნევს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ქვეყნებში მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტებით ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.

"ბუნებრივია, დასკვნას არ ვიზიარებთ და არ ვეთანხმებით. დეტალური წაკითხვა დროის სიმცირის გამო ვერ მოხერხდა, თუმცა ძირითად დასაბუთებას გადავხედეთ. მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ დასკვნა ტენდენციურია. ფაქტობრივად საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები, ისე რომ რაიმე ცვლილებაც არ შეუტანია.

საკონსტიტუციო სასამართლომ იმაზეც კი არ შეიწუხა თავი რომ გარკვეული დიფერენცირება გაეკეთებინა რა შეიძლება გაეკეთებინა პრეზიდენტს 52-ე მუხლის ა) ქვეპუნქტის მიღმა, და აქვს თუ არა საგარეო ურთიერთობებში მინიმალური ურთიერთობის განხორციელების შესაძლებლობა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ დასკვნით მთლიანად შევიდა პოლიტიკურ პროცესში. ნამდვილად მქონდა რწმენა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დადგებოდა იმაზე უფრო მაღლა, ვიდრე მხოლოდ პოლიტიკური მდგენელია ამ საქმეში და მიიღებდა სამართლიან გადაწყვეტილებას, კონსტიტუციური ნორმების სწორი განმარტების შედეგად",- აცხადებს პრეზიდენტის იურისტი.

მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნება" იწყებდა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას. საპარლამენტო უმრავლესობის სახელით საკონსტიტუციო წარდგინება სასამართლოში განცხადებიდან რამდენიმე დღეში შევიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები