მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამაგალითო პრაქტიკაა, რასაც ვაკეთებთ" - ნათია თურნავა სანქციების აღსრულებაზე

ნათია თურნავა პაპუნა ლეჟავა ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, სამაგალითოდ შეიძლება ჩაითვალოს ის პრაქტიკა, რომელიც სებ-ს სანქციების აღსრულების მიმართულებით აქვს დანერგილი. თურნავას განცხადებით, ამას არაერთი საერთაშორისო შეფასებაც ადასტურებს.

“მინდა ვთქვა, რომ საბანკო სისტემა ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ ზედმიწევნით ასრულებს ყველა რეგულაციას, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის და ბელარუსის მიმართ აშშ-ის ევროკავშირის და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციებთან. ზედმიწევნით მივყვებით და პრევენციულ ზომებსაც ვატარებთ. ეს არის ჩვენი როგორც მარეგულირებლის საქმიანობის შედეგი და ასევე თავად საფინანსო სექტორის სიფრთხილე. ეს არის არამხოლოდ ჩვენი შეფასება და ეს არის არაერთი საერთაშორისო მისიის შეფასება, მათ შორის გვსტუმრობდა მაღალი დონის დელეგაცია აშშ-ის და ევროკავშირის სანქციების კოორდინატორები, მათი შეფასება ეროვნული ბანკის და მთავრობის ძალისხმევის იყო საკმაოდ დადებითი.

ჩვენი საფინანსო, ასევე საბაჟო სამსახურებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველო არ იქცეს სანქციების თავიდან არიდების ადგილად. ეს პრევენციულ დონეზე არის საკმაოდ კარგად გამართული. ამაზე მეტყველებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული საინვესტიციო ანგარიშიც, სადაც ასევე დადებითად არის ეს შეფასებული. რაც შეეხება კონკრეტულ ძალისხმევას, რასაც ჩვენ ვწევთ, არის ის, რომ შეიქმნა სპეციალური განყოფილება რომელიც სანქციებთან დაკავშირებით სხვადასხვა სახელმძღვანელოს, მითითების მომზადების და კონსულტაციების გაწევით არის დაკავებული. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ცოდნის და ინფორმაციის დროული გაცვლა და ეს არის სამაგალითო პრაქტიკა რასაც ჩვენ აქ ვაკეთებთ,”- განაცხადა ნათია თურნავამ.

27 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ. ანგარიშის მიხედვით, ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები სანქციების მიმართ სრულ შესაბამისობაში მოქმედებენ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები