მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო აზერბაიჯანისთვის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია - აზერბაიჯანის პრემიერი

639ada34abff9
თამთა ჯიჯავაძე
15.12.22 12:18
573
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. ასადოვმა ამის დასტურად სქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის მაჩვენებელი მოიყვანა.

„ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. საქართველო აზერბაიჯანისთვის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია, წელს ჩვენი სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 3%-ით. რა თქმა უნდა, პანდემიისა და გლობალური ეკონომიკის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, ეს ზრდა აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო მეტი პოტენციალი არსებობს და ჩვენ ამ ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარებას შევძლებთ.

მჯერა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი კომისია ჩვენს ეკონომიკურ და დინამიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ასადოვმა.

ცნობისთვის, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა ჩატარდა. 

აზერბაიჯანის პრემიერი საქართველოს დღეს ეწვია. ეს ბოლო ორ თვეში აზერბაიჯანის უმაღლესი პირების რიგით მეორე ოფიციალური ვიზიტია საქართველოში. ოქტომბერში ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსაც უმასპინძლა, რა დროსაც საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის ფარგლებში ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის საკითხები განიხილეს. გარდა ამისა, გასულ თვეს ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს მუხტარ ბაბაიევს, შემდეგ კი აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრს ფიქრეთ მამედოვს შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების თურქეთის, რუსეთის და ჩინეთის შემდეგ TOP-10-ეულში მეოთხე ადგილს აზერბაიჯანი იკავებს. მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 1 მლრდ დოლარზე მეტი იყო. რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 18.1%-ით არის გაზრდილი. ისე კი უნდა აღინიშნოს, რომ მეზობელ აზერბაიჯანთან საქართველოს ბოლოს სავაჭრო ბრუნვა 1 მლრდ დოლარს 2013 წელს აღემატებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები